1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა

عن عمر بن الخطاب رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«إِنَّمَا الْأَعْمَالُ بِالنِّيَّةِ، وَإِنَّمَا لِامْرِئٍ مَا نَوَى، فَمَنْ كَانَتْ هِجْرَتُهُ إِلَى اللهِ وَرَسُولِهِ، فَهِجْرَتُهُ إِلَى اللهِ وَرَسُولِهِ، وَمَنْ كَانَتْ هِجْرَتُهُ لِدُنْيَا يُصِيبُهَا أَوِ امْرَأَةٍ يَتَزَوَّجُهَا، فَهِجْرَتُهُ إِلَى مَا هَاجَرَ إِلَيْهِ». وفي لفظ للبخاري: «إِنَّمَا الْأَعْمَالُ بِالنِّيَّاتِ، وَإِنَّمَا لِكُلِّ امْرِئٍ مَا نَوَى».

გადმოცემულია უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) თქვა:
«ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვით, და ჭეშმარიტად, ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განზრახული ჰქონდა. ასე რომ, ვინც გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან, ის გადასახლდა ალლაჰთან და მის მოციქულთან. ხოლო ვინც გადასახლდა ამქვეყნიური სარგებლობისთვის ან ქალისთვის, რომელზეც სურდა დაქორწინება, ის გადასახლდა მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადასახლდა». ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია: «ჭეშმარიტად, საქმეები (ფასდება) მხოლოდ განზრახვებით, და ჭეშმარიტად, თითოეული ადამიანი (მიიღებს) მხოლოდ იმას, რისი მიღებაც განიზრახა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1907

განმარტება

მოციქული(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ყველა საქმე ფასდება განზრახვით. ეს წესი ვრცელდება ყველა საქმეზე, იქნება ეს თაყვანისცემა თუ ადამიანებს შორის ურთიერთობები. ვინც აკეთებს საქმეს მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით, მიიღებს მხოლოდ იმას, რაც ისურვა, და ვერ მიიღებს ჯილდოს. ხოლო ვინც აკეთებს საქმეს, რათა მიახლოვდეს უზენაეს ალლაჰს, მიიღებს ჯილდოსა და აღიარებას მისგან, თუნდაც საქმე ჩვეულებრივი იყოს, მაგალითად, საკვების მიღება ან წყლის დალევა.
შემდეგ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) მოიყვანა მაგალითი, რათა აეხსნა განზრახვის გავლენა საქმეებზე, თუნდაც ისინი გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდნენ. მან განმარტა, რომ ვინც ჰიჯრას (გადასახლებას) შეასრულებს და ტოვებს საკუთარ სამშობლოს, რათა მოიპოვოს თავისი უფლის კმაყოფილება, მისი ჰიჯრა არის კანონიერად და შარიათის მიხედვით მისაღები, და ის მიიღებს ჯილდოს თავისი გულწრფელი განზრახვის გამო. ხოლო ვინც ჰიჯრას ასრულებს ამქვეყნიური სიამოვნებისთვის, იქნება ეს სიმდიდრე, სტატუსი, ვაჭრობა თუ ცოლი, მიიღებს მხოლოდ იმ სარგებელს, რაზეც ფიქრობდა, და მისთვის არ იქნება არანაირი ჯილდო და საზღაური ალლაჰისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება გულწრფელობისკენ, რადგანაც ალლაჰი იღებს მხოლოდ გულწრფელად მისი სახისთვის შესრულებულ საქმეებს.
  2. თუ სრულწლოვანი ადამიანი ასრულებს საქმეებს, რომლითაც მიუახლოვდება ყოვლისშემძლე და დიად ალლაჰთან, მაგრამ ამას აკეთებს უბრალოდ ჩვევის გამო, ის ვერ მიიღებს ჯილდოს, სანამ არ გააკეთებს ამას ალლაჰთან მიახლოვების განზრახვით.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو