1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო

عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللهِ رضي الله عنهما أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«اتَّقُوا الظُّلْمَ، فَإِنَّ الظُّلْمَ ظُلُمَاتٌ يَوْمَ الْقِيَامَةِ، وَاتَّقُوا الشُّحَّ، فَإِنَّ الشُّحَّ أَهْلَكَ مَنْ كَانَ قَبْلَكُمْ، حَمَلَهُمْ عَلَى أَنْ سَفَكُوا دِمَاءَهُمْ وَاسْتَحَلُّوا مَحَارِمَهُمْ».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო. მან მათ უბიძგა სისხლისღვრისკენ და აკრძალული საქმეების დაშვებისკენ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2578

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უსამართლობისგან, რომელიც მოიცავს: ხალხის მიმართ უსამართლობას, საკუთარი თავის მიმართ უსამართლობას, ალლაჰის უფლების მიმართ უსამართლობას. უსამართლობა არის ის, როდესაც ადამიანი არ აძლევს თითოეულ უფლებამოსილს მის კანონიერ უფლებას. უსამართლობა განკითხვის დღეს წყვდიადად გადაიქცევა მისი ჩამდენთათვის, რაც გამოიხატება მძიმე გასაჭირსა და შიშით სავსე მდგომარეობებში. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა შუჰჰი — ეს არის უკიდურესი სიძუნწე, შერწყმული ძლიერი სიხარბით. შუჰჰი მოიცავს: ფინანსური უფლებების შესრულებაში ნაკლოვანებას, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გადამეტებულ სიხარბეს, ეს უსამართლობის სახეობა დაღუპვის მიზეზი გახდა ჩვენამდე არსებული ხალხებისთვის. იგი მათ უბიძგებდა ერთმანეთის მკვლელობისკენ და იმის დაშვებისკენ, რაც ალლაჰმა აკრძალა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ქონების გაღება და ძმების თანადგომა სიყვარულისა და ურთიერთობის განმტკიცების მიზეზია.
  2. სიძუნწე და შუჰჰი (სიხარბე) ადამიანებს უბიძგებს ცოდვების, უსამართლობისა და გარყვნილი ქმედებებისკენ.
  3. წინა ხალხების მდგომარეობებისგან გაკვეთილის აღება აუცილებელია.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية