ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა
მე ვიცი სიტყვა, რომელსაც თუ იტყვის, ის, რასაც გრძნობს, გაქრება. თუ ის იტყვის: შევაფარებ თავს ალლაჰს შაიტნისგან/ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტაანი რრაჯიიმ/, ის, რასაც გრძნობს, გაქრება
ერიდეთ უსამართლობას, რადგან უსამართლობა სიბნელეებია განკითხვის დღეს. ერიდეთ სიხარბეს, რადგან სიხარბემ დაღუპა ის, ვინც თქვენს წინ იყო
ვინც ჩემგან ჰადისს გადმოსცემს, და იცის, რომ ეს [ჩემზე დადგმული] სიცრუეა, ის ერთ-ერთია მატყუართა შორის
უეჭველად, ეშმაკი სასოწარკვეთილია იმით, რომ არაბეთის ნახევარკუნძულზე მლოცველები მას თაყვანს სცემდნენ. თუმცა, ის შეეცდება მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს და ურთიერთობა გააფუჭოს
როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია
ვინც ცოდნა მიიღო, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის სახისთვის, მაგრამ ის სწავლობს მას მხოლოდ ამქვეყნიური სარგებლის მისაღებად, ასეთ ადამიანს ვერ ეღირსება სამოთხის სურნელის შეგრძნება აღდგომის დღეს