1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بنِ عُمرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُما أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«كُلُّكُمْ رَاعٍ فَمَسْئُولٌ عَنْ رَعِيَّتِهِ، فَالأَمِيرُ الَّذِي عَلَى النَّاسِ رَاعٍ وَهُوَ مَسْئُولٌ عَنْهُمْ، وَالرَّجُلُ رَاعٍ عَلَى أَهْلِ بَيْتِهِ وَهُوَ مَسْئُولٌ عَنْهُمْ، وَالمَرْأَةُ رَاعِيَةٌ عَلَى بَيْتِ بَعْلِهَا وَوَلَدِهِ وَهِيَ مَسْئُولَةٌ عَنْهُمْ، وَالعَبْدُ رَاعٍ عَلَى مَالِ سَيِّدِهِ وَهُوَ مَسْئُولٌ عَنْهُ، أَلاَ فَكُلُّكُمْ رَاعٍ وَكُلُّكُمْ مَسْئُولٌ عَنْ رَعِيَّتِهِ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2554

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყებს, რომ თითოეულ მუსლიმს საზოგადოებაში აქვს პასუხისმგებლობა, რომლის მოვლა და ტვირთვა მას ევალება. იმამი და ამირი (მმართველი) მწყემსია იმაზე, რაც ალლაჰმა მას მიანდო. მას ევალება: შარიათის დაცვა და შენარჩუნება თავის ხალხში. მათი დაცვა მტრებისგან და ზიანის მომყენებელთაგან. მტრის წინააღმდეგ ბრძოლა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათი უფლებების დაცვით მათი უგულებელყოფის გარეშე. კაცი თავის ოჯახში პასუხისმგებელია: უზრუნველყოს თავისი ოჯახის რჩენა, კარგად მოეპყრას მათ, ასწავლოს და აღზარდოს ისინი. ქალი თავის მეუღლის სახლში მწყემსია, და მას ევალება: სახლის კეთილგანწყობილი მართვა — სახლის საქმეების მოწესრიგება და მართვა. შვილების აღზრდა. ეს მისი პასუხისმგებლობაა, რაზეც პასუხს აგებს. მონა მსახური ან დაქირავებული პასუხისმგებელია თავისი ბატონის ქონებაზე, რაც მის ხელშია. მას ევალება: ქონების დაცვა და შენარჩუნება, მოვალეობების შესრულება — ბატონის მსახურება და მისთვის დაკისრებული საქმეების კეთება. ამ ყველაფერზე ის პასუხს აგებს. ასე რომ, თითოეული ადამიანი მწყემსია იმაზე, რაც მას მიანდეს, და ყველა პასუხისმგებელია თავისი სამწყსოს წინაშე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმთა საზოგადოებაში პასუხისმგებლობა საერთოა, და თითოეული ადამიანი თავისი მდგომარეობის, შესაძლებლობებისა და დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად აგებს პასუხს.
  2. ქალისთვის პასუხისმგებლობა დიდია, რადგან მას ევალება: მეუღლის სახლის უფლებების შესრულება, შვილების მიმართ ვალდებულებების შესრულება.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية