1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით

عَنِ ابْنِ مَسْعُودٍ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«سَتَكُونُ أَثَرَةٌ وَأُمُورٌ تُنْكِرُونَهَا» قَالُوا: يَا رَسُولَ اللَّهِ فَمَا تَأْمُرُنَا؟ قَالَ: «تُؤَدُّونَ الحَقَّ الَّذِي عَلَيْكُمْ، وَتَسْأَلُونَ اللَّهَ الَّذِي لَكُمْ».

გადმოცემულია იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ჩემი (სიკვდილის) შემდეგ უპირატესობა მიენიჭება (სხვებს) და (იქნება ჩადენილი) საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ», ხალხმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, რის გაკეთებას გვიბრძანებ?" მოციქულმა თქვა: «გააკეთეთ ის, რაც თქვენთვის არის დადგენილი, და სთხოვეთ ალლაჰს ის, რაც თქვენ გეკუთვნით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3603

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას) გვამცნო, რომ მუსლიმებს ეყოლებათ მმართველები, რომლებიც თავიანთ მფლობელობაში მიითვისებენ მუსლიმთა ქონებას და სხვას ამქვეყნიური საქმეებიდან, დახარჯავენ ისე, როგორც მათ სურთ და არ მისცემენ მუსლიმებს მათ წილს. მათ რელიგიაში ექნებათ ისეთი საქმეები, რომლებიც არ მოგეწონებათ. და საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) მას შეეკითხნენ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ასეთ სიტუაციაში? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა მათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მმართველები მიითვისებენ მათ ქონებას, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ მუსლიმებმა შეწყვიტონ თავიანთი მოვალეობის შესრულება მათ მიმართ, კერძოდ, მორჩილება და დაქვემდებარება. მოციქულმა თქვა, რომ საჭიროა მოთმინება, მორჩილება და მმართველების მიმართ დაქვემდებარება, ასევე არ უნდა ეცადონ მათთან ძალაუფლების შეჯიბრში შესვლას. მუსლიმებმა უნდა სთხოვონ ალლაჰს, რომ დაუბრუნოს მათ თავიანთი უფლებები, გააუმჯობესოს მმართველების მდგომარეობა და დაიცვას მუსლიმები მათი ბოროტებისა და უსამართლობისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი ერთ-ერთი მტკიცებულებაა მუჰამმადის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) წინასწარმეტყველობის შესახებ, რადგან მან აცნობა, თუ რა მოხდებოდა მის უმმაში, და ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან თქვა.
  2. დასაშვებია ადამიანის გაფრთხილება მოსალოდნელი გამოცდების შესახებ, რათა მან შეძლოს მათთვის მომზადება და, როცა გამოცდა მას დაატყდება, გამოიჩინოს მოთმინება და ალლაჰისგან ჯილდოს იმედოვნებდეს.
  3. ყურანზე და სუნნაზე ჩაჭიდება განსაცდელის და განხეთქილებისგან გამოსავალი გზაა.
  4. მოწოდება მორჩილებისა და დაქვემდებარებისადმი მმართველების მიმართ იმ საქმეებში, რომლებიც შარიათით ნებადართულია, და აკრძალვა მათ წინააღმდეგ აჯანყებაზე, თუნდაც ისინი უსამართლობას ავლენდნენ.
  5. სიბრძნით მოქმედება და სუნნაზე მიყოლა განსაცდელის დროს.
  6. ადამიანმა უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, თუნდაც მას რაიმე უსამართლობა შეემთხვეს.
  7. ჰადისში ასევე აღნიშნულია წესი, რომელიც ამბობს: ორი ბოროტებიდან აუცილებელია აირჩიოს ნაკლები ბოროტება ან ყველაზე მცირე ზიანი.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية