1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას

عَنْ عَلِيٍّ رضي الله عنه قَالَ: قَالَ لِي رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«قُلِ اللهُمَّ اهْدِنِي وَسَدِّدْنِي، وَاذْكُرْ بِالْهُدَى هِدَايَتَكَ الطَّرِيقَ، وَالسَّدَادِ سَدَادَ السَّهْمِ».

გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა:
«თქვი: "ღმეთო ჩემო, მიმიძღვე და გამასწორე (ან წარმართე ჩემი საქმეები სწორ გზაზე)". გახსოვდეს, რომ გზის ჩვენება არის სწორი გზის პოვნა, ხოლო სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2725

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) 'ალი იბნ აბუ ტალიბს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უბრძანა ამ ლოცვის აღვლენა: „ო ალლაჰო, მიმიძღვე“ — დამაყენე ჭეშმარიტ გზაზე. „და გამასწორე“ — მიბოძე წარმატება და სიმტკიცე ჩემს საქმეებში, რათა ისინი იყოს სწორად და სამართლიანად შესრულებული.
წაწღოლა (الهُدَى) ნიშნავს ჭეშმარიტების ცოდნა როგორც მის ზოგად, ასევე კერძო ასპექტებში, და ასევე ალლაჰის მიერ მონიჭებულ წყალობას, რათა ადამიანს შეეძლოს ამ ჭეშმარიტების დაცვა როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
სისწორე (السّداد) არის წარმატებისა და სიმართლის მიღწევა ყველა საქმეში, როდესაც ქმედებები, სიტყვები და რწმენები შეესაბამება ჭეშმარიტებას და ადამიანს სწორ გზაზე წარმართავს.
რადგან აბსტრაქტული ცნებები უკეთ ესმით ხილული მაგალითების საშუალებით, დაიმახსოვრე, როდესაც ამ ლოცვას წარმოთქვამ: „ალჰუდა - ეს არის სწორი გზაზე დგომა“. წარმოიდგინე, რომ, როდესაც მიმართულებას ითხოვ, ჰგავხარ მოგზაურს, რომელიც არ გადაუხვევს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა თავიდან აიცილოს შეცდომა, მიაღწიოს უსაფრთხოებას და სწრაფად მივიდეს მიზნამდე.
„სისწორე ჰგავს ისრის სიზუსტესა და მიზანში მოხვედრას.“ როდესაც ისარს უშვებ, ხედავ, როგორ სწრაფად და ზუსტად აღწევს ის მიზანს. მსროლელი, რომელიც სიზუსტეს ესწრაფვის, ისარს მიზნისკენ მიმართავს. სწორედ ასე, როცა ალლაჰს სისწორეს სთხოვ, ეს ნიშნავს, რომ შენც ისწრაფვი, რომ შენი განზრახვა ისეთივე ზუსტი და მართალი იყოს, როგორც ისარი, რომელიც თავის მიზანს აღწევს.
მიიღე ეს მნიშვნელობა გულით, როდესაც ალლაჰს სისწორეს სთხოვ, რათა შენი განზრახვები ისეთივე ზუსტი და მიზანში მომხვედრი იყოს, როგორც ისარი, რომელიც თავის მიზანს აღწევს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ის, ვინც ლოცვას აღავლენს, უნდა ისწრაფვოდეს, რომ მისი საქმეები იყოს სწორად და ზედმიწევნით შესრულებული, სუნნას თანახმად და გულწრფელი განზრახვებით.
  2. სასურველია ამ ყოვლისმომცველი სიტყვებით დუას აღვლენა, თხოვნით კეთილდღეობისა და სისწორის შესახებ ყველა საქმეში.
  3. მონამ უნდა სთხოვოს ალლაჰს დახმარება თავის ყველა საქმეში.
  4. მაგალითების მოყვანა სასწავლო პროცესში.
  5. ჭეშმარიტ გზაზე გაძღოლის თხოვნის გაერთიანება საქმეების სისწორის, მათი მუდმივობისა და სიმტკიცის თხოვნასთან, ისე, რომ არცერთი წამით არ გადაუხვიოს ჭეშმარიტებას და ჰქონდეს კეთილდღეობის დასასრული. სიტყვები „მიმიძღვე“ გულისხმობს თხოვნას, რომ ადამიანმა სწორ მუდამ გზაზე იაროს, ხოლო „გამასწორე“ — თხოვნას, რომ იყოს ზუსტი და არ გადაუხვიოს იმ სწორ გზას, რომელზეც უკვე დგას.
  6. ის, ვინც ვედრებას აღავლენს, უნდა მიაქციოს ყურადღება თავის თხოვნას და გულით გაიაზროს თავისი სიტყვების მნიშვნელობა, რადგან ეს ზრდის ვედრების მიღების ალბათობას.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية