1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ჰადისი და მისი მეცნიერებები

ჰადისი განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია

عن المقدام بن معدِيْكَرِب رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«أَلَا هَلْ عَسَى رَجُلٌ يَبْلُغُهُ الْحَدِيثُ عَنِّي وَهُوَ مُتَّكِئٌ عَلَى أَرِيكَتِهِ فَيَقُولُ: بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ كِتَابُ اللهِ، فَمَا وَجَدْنَا فِيهِ حَلَالًا اسْتَحْلَلْنَاهُ، وَمَا وَجَدْنَا فِيهِ حَرَامًا حَرَّمْنَاهُ، وَإِنَّ مَا حَرَّمَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَمَا حَرَّمَ اللهُ».

გადმოცემულია მიყდაამ იბნ მა'დიქარიბისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია, რასაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვპოულობთ, ნებადართულად მივიჩნევთ, ხოლო რასაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვპოულობთ, აკრძალულად მივიჩნევთ". ჭეშმარიტად ის, რაც მოციქულმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას აკრძალა, ისეთივე აკრძალულია, როგორც ალლაჰმა აკრძალა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ სუნან ალ-თირმიზი - 2664

განმარტება

მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ახლოვდება დრო, როცა გამოჩნდება ხალხის ისეთი კატეგორია, რომელთაგან ზოგიერთი დასვენებული და თავიანთ საწოლზე მიყრდნობილი იქნება, როცა მათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადისებს ამცნობენ, ისინი იტყვიან: „ჩვენსა და თქვენს საქმეებს შორის განმსჯელი მხოლოდ ყურანია, ის საკმარისია ჩვენთვის. რაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვიპოვეთ, იმის მიხედვით ვიქცევით, და რაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვიპოვეთ განვერიდეთ მისგან". მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემდეგ განმარტა, რომ ყველაფერი, რაც მან აკრძალა ან რისგანაც თავის არიდება ბრძანა თავის სუნნაში, იგივე გადაწყვეტილებას ფლობს, როგორც ალლაჰმა აკრძალა თავის წიგნში (ყურანში). ეს იმიტომ, რომ მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის ის, ვისაც მიაქვს ღმერთის ცნობა ხალხთან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სუნნა უნდა განდიდდეს ისეთივე პატივისცემით, როგორც ყურანი, და მისი სწავლება უნდა იქნას გათვალისწინებული.
  2. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილება არის ალლაჰზე მორჩილება, და მასზე დაუმორჩილებლობა არის ალლაჰზე დაუმორჩილებლობა.
  3. სუნნას მტკიცებულების ძალა ისლამურ კანონმდებლობაში ურყევია, და ვინც ამას უარყოფს ეს ჰადისი მის საწინააღმდეგო არგუმენტია.
  4. ვინც სუნნას ზურგს აქცევს და მხოლოდ ყურანზე დაკმაყოფილებას ამტკიცებს, მაშინ ის უარმყოფელია ორივესი — სუნნისაც და ყურანისაც, ასეთი ადამიანი მატყუარაა, როცა ამტკიცებს, რომ ყურანს მიყვება.
  5. ერთ-ერთი მტკიცებულება მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებისა არის ის, რომ მან გვამცნო მომავალი მოვლენები, და ისინი მოხდა ზუსტად ისე, როგორც მან გვამცნო.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو