1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عَمْرٍو رضي الله عنهما قال: قال رَسولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَرْبَعٌ مَنْ كُنَّ فِيهِ كَانَ مُنَافِقًا خَالِصًا، وَمَنْ كَانَتْ فِيهِ خَلَّةٌ مِنْهُنَّ كَانَتْ فِيهِ خَلَّةٌ مِنْ نِفَاقٍ حَتَّى يَدَعَهَا: إِذَا حَدَّثَ كَذَبَ، وَإِذَا عَاهَدَ غَدَرَ، وَإِذَا وَعَدَ أَخْلَفَ، وَإِذَا خَاصَمَ فَجَرَ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 58

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ოთხი თვისების შესახებ, რომლებიც, თუ მუსლიმში თავმოყრილია, იგი ძლიერ ემსგავსება მუნაფიყებს ამ თვისებების გამო. ეს გაფრთხილება ვრცელდება იმაზე, ვისშიც ეს თვისებები მძლავრობს და ხშირად ვლინდება. ხოლო ის, ვისაც ეს თვისებები იშვიათად აქვს, ამ გაფრთხილებაში არ შედის. ეს თვისებებია: 1. როცა საუბრობს, იტყუება. 2. როცა პირობაზე შეთანხმდება, არღვევს მას. 3. როცა დაპირებას აძლევს, არ ასრულებს. 4. როცა დავობს, უსამართლობას სჩადის.
პირველი: როდესაც საუბრობს, განზრახ იტყუება და არ ამბობს სიმართლეს თავის სიტყვებში.
მეორე: როცა დადებს შეთანხმებას, არ ასრულებს მას და ღალატობს პარტნიორს.
მესამე: როცა დაპირებას აძლევს, არ ასრულებს მას და არღვევს თავის სიტყვას.
მეოთხე: როცა ვინმესთან დავობს და ჩხუბობს, მისი დავა მძიმე და ძალადობრივი ხდება. ის გადაუხვევს სიმართლეს, ეშმაკობას იყენებს სიმართლის უარყოფისა და გადახრისთვის, ამბობს სიცრუეს და უსამართლობას.
ნიფაყი(ორპირობა) ნიშნავს, რომ ადამიანი აშკარად აჩვენებს იმას, რაც სინამდვილეში არ აქვს გულში. ეს თვისება გვხვდება იმ ადამიანში, ვისშიც არის ეს ოთხი ნიშანი. მისი ნიფაყი ვლინდება იმ ადამიანებთან, ვისთანაც იგი საუბრობს, დაპირებებს აძლევს, ნდობას იღებს, დავობს ან შეთანხმებას დებს. ეს არ ნიშნავს, რომ იგი ისლამისადმი ორპირია, ანუ გარეგნულად ისლამს აჩვენებს, მაგრამ გულში ურწმუნოებას მალავს. ვისაც ამ თვისებებიდან რომელიმე აქვს, მასში არის ნიფაყის ნიშანი, სანამ არ მოიშორებს მას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუნაფიყის ზოგიერთი ნიშნის განმარტება, რათა მორწმუნეები შეაშინონ და გააფრთხილონ მათში ჩავარდნისგან.
  2. ჰადისის მიზანია იმის ჩვენება, რომ ეს თვისებები ორპირობის თვისებებია, და მათი მქონე ადამიანი მუნაფიყებს ჰგავს ამ თვისებებით და მათ ნამოქმედარით. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მუნაფიყია, რომელიც გარეგნულად აჩვენებს ისლამს და გულში მალავს ურწმუნოებას. ამბობენ, რომ ეს ეხება იმ ადამიანს, ვისშიც ეს თვისებები მძლავრობს, ვინც მათ მიმართ გულგრილი და დაუდევარია, და ვინც ამ საკითხებს მცირედ მნიშვნელობას ანიჭებს; ასეთი ადამიანი, როგორც წესი, რწმენაში ხარვეზიანია.
  3. ალ-ღაზალიმ თქვა: "რელიგიის საფუძველი სამი რამ არის: სიტყვები, მოქმედებები და განზრახვები. ჰადისში ჩვენი ყურადღება მიიქცევა იმაზე, თუ როგორ ფუჭდება სიტყვები სიცრუით, მოქმედებები — ღალატით და განზრახვები — პირობის დარღვევით. პირობის დარღვევა მაშინ არის დასაგმობი, როცა თავდაპირველად ამ პირობას ახლავს განზრახვა, რომ არ შესრულდეს. მაგრამ თუ ადამიანი თავდაპირველად გეგმავდა პირობის შესრულებას, ხოლო შემდეგ რაღაცამ ხელი შეუშალა ან მიხვდა, რომ უკეთესი იქნება მისი შეუსრულებლობა, ეს ორპირობასთან კავშირში არ არის".
  4. ორპირობა ორ სახეობად იყოფა: 1. რწმენის ორპირობა — ეს არის ისეთი ორპირობა, რომელიც ადამიანს რწმენისგან გამორიცხავს. იგი გამოიხატება ისლამის ჩვენებაში, მაშინ როცა გულში ფარული ურწმუნოება იმალება. 2. მოქმედებათა ორპირობა — ეს არის ორპირებთან ზნეობრივად მიმსგავსება, რაც არ გამორიცხავს ადამიანს რწმენიდან, მაგრამ მიეკუთვნება მძიმე ცოდვებს.
  5. იბნ ჰაჯარმა თქვა: "სწავლულებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ვინც გულითა და ენით მტკიცედ იწამებს და ამავდროულად ამ თვისებებს ჩაიდენს, მას არ განესაზღვრება ურწმუნოება, და ის არ არის მუნაფიყი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჯოჯოხეთში".
  6. იმამ ან-ნავავიმ თქვა: "სწავლულთა ჯგუფის თქმით, ეს გულისხმობს იმ მუნაფიყებს, რომლებიც მოციქულის დროს ცხოვრობდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ რწმენას აღიარებდნენ, თუმცა იტყუებოდნენ; როდესაც მათ რელიგია ანდეს, უღალატეს; დაპირდნენ რელიგიის მხარდაჭერას და მის გამარჯვებას, მაგრამ პირობა არ შეასრულეს; და დავებში უსამართლოდ და აგრესიულად მოქმედებდნენ".

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو