1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضيَ اللهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمْ المَسْجِدَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ افْتَحْ لِي أَبْوَابَ رَحْمَتِكَ، وَإِذَا خَرَجَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ اعْصِمْنِي مِنْ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ»، وَلِلْحَاكِمِ: «وَإِذَا خَرَجَ فَلْيُسَلِّمْ عَلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَلْيَقُلْ: اللَّهُمَّ أَجِرْنِي مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავალს და თქვას: ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო ალლაჰ დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან", ალ-ჰაქიმის გადმოცემაში კი: «როცა გამოვა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და თქვას: ალლაჰუმმა აჯირნი მინნა შშაიტანი რრაჯიმ/ ო ალლაჰ შორს მამყოფე ჩაქოლილი ეშმაკისაგან».

კარგი (ჰასან) رواه ابن ماجه والحاكم სუნან იბნ მააჯაჰ - 773

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა, რომ თუ ვინმეს სურს შევიდეს მეჩეთში უნდა მიესალმოს შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებით: ალლაჰუმა სალლი ვა სალლიმ 'ალა მუჰამმად/ ო, ალლაჰ, დალოცე და მიესალმე მუჰამმედს, შემდეგ იტყვის: ალლაჰუმმა ფთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები. ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, მიესალმოს შუამავლს და თქვას: (ალლაჰუმმა ი'სიმნიი მინა შშაიტანი რრაჯიმ /ო, ალლაჰ, დამიფარე ჩაქოლილი ეშმაკისაგან), ალ-ჰააქიმის გადმოცემაში კი: (ალლაჰუმმა აჯირნი მინა შშაიტანი რრაჯიმ/ ო, ალლაჰ, დამიცავი ჩაქოლილი ეშმაკისაგან).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
  2. ეს ვედრება ზოგადია ყველა მეჩეთისთვის, მესჯიდი ჰარამშიც კი.
  3. მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და ეშმაკისგან დაცვის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი გაეშურება ქვეყანაზე და რაც მასშია ქმედებები და ადამიანის ყურადღების გამფანტავი რამეები, ამ შემთხვევაში ალლაჰზე დაცვის და დაფარვის თხოვნა ეშმაკისგან უფრო შესაბამისია.

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية