1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المؤمنين رضي الله عنها:
أَنَّ أُمَّ سَلَمَةَ ذَكَرَتْ لِرَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَنِيسَةً رَأَتْهَا بِأَرْضِ الْحَبَشَةِ، يُقَالُ لَهَا مَارِيَةُ، فَذَكَرَتْ لَهُ مَا رَأَتْ فِيهَا مِنَ الصُّوَرِ، فَقَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أُولَئِكَ قَوْمٌ إِذَا مَاتَ فِيهِمُ الْعَبْدُ الصَّالِحُ، أَوِ الرَّجُلُ الصَّالِحُ، بَنَوْا عَلَى قَبْرِهِ مَسْجِدًا، وَصَوَّرُوا فِيهِ تِلْكَ الصُّوَرَ، أُولَئِكَ شِرَارُ الْخَلْقِ عِنْدَ اللهِ».

გადმოცემულია აიშასაგან მორწმუნეთა დედისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 434

განმარტება

მორწმუნეთა დედამ, უმმ სალამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), უამბო მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ეთიოპიაში ყოფნისას მან იხილა ეკლესია, რომელსაც „მარია“ ეწოდებოდა და რომელიც მოხატული იყო სურათებითა და გამოსახულებებით. და ამან იგი გააკვირვა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა ამ სურათების (ხატების) შექმნის მიზეზი. და თქვა: ისინი, ვისზეც შენ საუბრობ, როდესაც წმინდა ადამიანი მათ შორის გარდაიცვლებოდა, მის საფლავზე აშენებდნენ მეჩეთს, სადაც ლოცულობდნენ, და იქ გამოსახავდნენ სურათებს. ასევე განმარტა, რომ მსგავსი რამის ჩამდენი უზენაესი ალლაჰის წინაშე ყველაზე საშინელი საქციელია; რადგან მისი ჩადენილი ქმედება უზენაესი ალლაჰისთვის მოზიარის დადგენისკენ მიმავალი გზაა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აკრძალულია მეჩეთების მშენებლობა საფლავებზე, ლოცვის შესრულება მათ (ანუ :საფლავების) გვერდით, ასევე მეჩეთებში მიცვალებულთა დაკრძალვა. ეს ყველაფერი იმ მიზნითაა, რომ აღიკვეთოს გზა, რომელიც შესაძლოა შირქისკენ (მრავალღმერთიანობისკენ) მიყვანის მიზეზი გახდეს.
  2. სასაფლაოებზე სამლოცველოების აგება, მათში სურათების(ხატების) ჩამოკიდვა, ეს არის იუდეველების და ქრისტიანების ქმედება, და ვინც მსგავსად მოიქცევა მათ დაემსგავსება.
  3. სულიერი არსებების დახატვის და გამოქანდაკების აკრძალვა.
  4. ვინც სასაფლაოზე ააგო სამლოცველო და მასში ხატები განათავსა, ის უზენაესი ალლაჰის მიერ გაჩენილ ქმნილებათაგან ყველაზე საშინელია.
  5. შარიათი სრულად იცავს თავჰიდს (ერთღმერთიანობას) და კეტავს ყველა გზას, რომელმაც შეიძლება მრავალღმერთიანობამდე (შირქამდე) მიიყვანოს.
  6. ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ პატივისცემის გადაჭარბების აკრძალვა; რადგან ეს შირქში (მრავალღმერთიანობაში) აღმოჩენის მიზეზია.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية