1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَا تَمْنَعُوا إِمَاءَ اللَّهِ مَسَاجِدَ اللَّهِ، وَلَكِنْ لِيَخْرُجْنَ وَهُنَّ تَفِلَاتٌ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ აუკრძალოთ ალლაჰის მონა ქალებს ალლაჰის მეჩეთები, მაგრამ ისინი უნდა გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მორთულნი და არ ჰქონდეთ სურნელი (სუნამოები) მათზე».

კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა სუნან აბი დაუდ - 565

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალის მეურვეებს, მათზე პასუხისმგებელ პირებს აუკრძალა, რომ ქალებს აუკრძალონ მეჩეთებში მისვლა, ხოლო ქალებს უბრძანა სახლიდან გამოსვლისას გამოვიდნენ სუნამოს და გაპრანჭვის გარეშე, რათა ეს არ იყოს მამაკაცებისთვის ცდუნების მიზეზი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ქალისთვის ნებადართულია მეჩეთში ლოცვა იმ შემთხვევაში, თუ თავს დაცულად გრძნობს უკეთურებისგან, მაგრამ სახლიდან უნდა გავიდეს სუნამოს და გაპრანჭვის გარეშე.
  2. ამ ჰადისიდან დასკვნაა გამოტანილი, რომ ქალი არ უნდა გავიდეს თავისი ქმრის სახლიდან მისი ნებართვის გარეშე, რადგან მიმართვა (ჰადისში) სწორედ ქმრებს ეხება — რომ მათ მისცენ ნებართვა (თავიანთ ცოლებს) სახლიდან გასვლაზე.
  3. ისლამის ყურადღება ქალების მიმართ, არ არის მათთვის აკრძალული სახლიდან გასვლა, რომელიც მათთვის სარგებელს მოიტანს, მაგალითად ცოდნის მიღება და მსგავსი.
  4. დადასტურება იმისა, რომ მამაკაცს აქვს მეურვეობა ქალზე და ვალდებულება, რომ ზრუნავდეს მასზე.

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية