1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად

عَنْ أُمِّ سَلَمَةَ أُمِّ المؤْمنينَ رَضيَ اللهُ عنها أَنَّهَا قَالَتْ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم يَقُولُ:
«مَا مِنْ مُسْلِمٍ تُصِيبُهُ مُصِيبَةٌ فَيَقُولُ مَا أَمَرَهُ اللهُ: {إِنَّا لِلهِ وَإِنَّا إِلَيْهِ رَاجِعُونَ} [البقرة: 156]، اللَّهُمَّ أْجُرْنِي فِي مُصِيبَتِي، وَأَخْلِفْ لِي خَيْرًا مِنْهَا، إِلَّا أَخْلَفَ اللهُ لَهُ خَيْرًا مِنْهَا»، قَالَتْ: فَلَمَّا مَاتَ أَبُو سَلَمَةَ قُلْتُ: أَيُّ الْمُسْلِمِينَ خَيْرٌ مِنْ أَبِي سَلَمَةَ؟ أَوَّلُ بَيْتٍ هَاجَرَ إِلَى رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم، ثُمَّ إِنِّي قُلْتُهَا، فَأَخْلَفَ اللهُ لِي رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم.

მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«არ არსებობს არც ერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვა რაიმე უბედურება და რომელმაც არ წარმოთქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და მასთან ვბრუნდებით} (სურა ალ-ბაყარა,156), და არ უთქვამს: 'ო, ალლაჰო, მომანიჭე ჯილდო ჩემს უბედურებაზე და მიბოძე მის ნაცვლად უკეთესი', — თუ არა ის, რომ ალლაჰი მას ნამდვილად მისცემს უკეთესს მის ნაცვლად». უმმ სალამამ გააგრძელა: "როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვთქვი: ‘ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო, ვინც ჰიჯრა გააკეთა ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!’ მაგრამ მაინც წარმოვთქვი ეს დუა, და ალლაჰმა მიბოძა მის ნაცვლად ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)".

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 918

განმარტება

მორწმუნეთა დედა უმმ სალამამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიხსენა, რომ მან გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ ამბობდა: არ არის არცერთი მუსლიმი, რომელსაც შეემთხვევა რაიმე უბედურება, და იგი იტყვის იმას, რაც მისთვის მოსაწონად დაადგინა ალლაჰმა: {ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად მას მივუბრუნდებით} [ალ-ბაყარა: 156], (ჩემო ღმერთო მომეცი მე საზღაური) მომეცი მე ამ მოთმინებისთვის საზღაური, (ჩემს უბედურებაში),და შემიცვალე, (და შემიცვალე მე) სიკეთით, (მასზე უკეთესით); აუცილებლად ალლაჰის მას შეუცვლის მასზე უკეთესით. მან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: როდესაც აბუ სალამა გარდაიცვალა, ვიფიქრე: ვინ იქნება აბუ სალამაზე უკეთესი მუსლიმი? ის ხომ პირველი იყო იმ სახლებიდან, რომლებმაც ჰიჯრა მოახდინეს ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). შემდეგ ალლაჰი დამეხმარა, და მე წარმოვთქვი ეს დუა. ალლაჰმა კი აბუ სალამა შემიცვალა ალლაჰის მოციქულით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც აბუ სალამაზე უკეთესია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბრძანება შფოთვის თავიდან აცილებისა და მოთმინების გამოჩენისკენ უბედურების ჟამს.
  2. განსაცდელის ჟამს ალლაჰზე მიმართვა ვედრებით, რადგან მას შეუძლია მისი შეცვლა.
  3. აუცილებელია მორწმუნე დაემორჩილოს შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას, თუნდაც მისთვის გაუგებარი იყოს ამ ბრძანების სიბრძნე.
  4. ყოველი სიკეთე იმაშია, რომ მორწმუნე მიჰყვებოდეს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითითებებს.

თარგმნების ჩვენება

35 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية