1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ

عَنْ أَنَسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ:
أَنَّ نَبِيَّ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَتَبَ إِلَى كِسْرَى، وَإِلَى قَيْصَرَ، وَإِلَى النَّجَاشِيِّ، وَإِلَى كُلِّ جَبَّارٍ يَدْعُوهُمْ إِلَى اللهِ تَعَالَى، وَلَيْسَ بِالنَّجَاشِيِّ الَّذِي صَلَّى عَلَيْهِ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ.

გადმოცემულია ანასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წერილი გაუგზავნა ხოსროს (სპარსეთის ხელმწიფე), კეისარს, ნეჯაშს (ეთიოპიის ხელმწიფე) და სხვა ხელმწიფეებს, მათ მოუხმობდა უზენაესი ალლაჰისკენ, მაგრამ ეს ნეჯაში არ იყო ის, ვისზეც მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯანაზა (სამგლოვიარო ლოცვა) აღავლინა.

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1774

განმარტება

ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვაუწყა, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალებამდე მის გარშემო მყოფი ერების მეფეებს წერილები მისწერა, სადაც ისლამისკენ მოუწოდებდა მათ. მან მისწერა ხოსროს — ეს ტიტულია ყოველი ისეთის, ვინც სპარსელებზე მბრძანებლობდა; კეისარს — ეს ტიტულია ყოველი ისეთის, ვინც რომაელებზე მეფობდა; და ნეჯაშის — ეს ტიტულია აბისინიის (ეთიოპიის) მეფეთა. ასევე სხვა მეფეებსაც მიწერა, რომლებიც იყვნენ გაბატონებული და ჩაგრავდნენ თავიანთ ხალხს, ანასი განმარტავს, რომ ნაჯაში რომელსაც მიწერა, ეს ის ნაჯაში არ იყო, რომელიც გარდაიცვალა და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი განსასვენებელი ლოცვა დაუსწრებლად ილოცა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. არამუსლიმის ისლამისკენ მოწოდება დასაშვებია, ამაში შედის ასევე მეფეთა და მმართველთა კატეგორიებიც.
  2. წერილით და მიწერით საქმის გაკეთება დასაშვებია.

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية