1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?

عَنْ أَبِي الدَّرْدَاءِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«أَلاَ أُخْبِرُكُمْ بِأَفْضَلَ مِنْ دَرَجَةِ الصِّيَامِ وَالصَّلاَةِ وَالصَّدَقَةِ؟» قَالُوا: بَلَى، قَالَ: «صَلاَحُ ذَاتِ البَيْنِ، فَإِنَّ فَسَادَ ذَاتِ البَيْنِ هِيَ الحَالِقَةُ».

გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ გინდათ გამცნოთ უფრო უკეთესზე, ვიდრე მარხვა, ლოცვა და სადაყა?» იქ მყოფებმა უპასუხეს: რა თქმა უნდა, თქვა: «ორ დაპირისპირებულს შორის მდგომარეობის გამოსწორება, უთუოდ ორ დაპირისპირებულს შორის მტრობა არის გამანადგურებელი».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ სუნან ალ-თირმიზი - 2509

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა თავის საჰაბებს: გინდათ გამცნოთ უფრო მადლიანი საქმის შესახებ, ვიდრე ნებაყოფილობითი მარხვა, ლოცვა და სადაყაა? მათ უთხრეს: დიახ. თქვა: ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტუაციის მოგვარება, რამეთუ დაპირისპირება ადამიანთა შორის იწვევს: შუღლს, განხეთქილებას, გარიყვას, სიძულვილს და ზურგისქცევას, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ზიანს მოაქვს სიძულვილი, რომელიც არის თვისება გაანადგუროს და მოსპოს რწმენაც და ამქვეყნიური ჰარმონიაც, ისე როგორც საპარსი პარსავს წვერს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეთოდი, საჰაბებზე შეკითხვის დასმით და პასუხის მოსასმენად გაღვივებული სურვილი.
  2. ატ-ტიბბიიმ თქვა: «მოწოდება და წახალისება ორ დაპირისპირებულს შორის სიტუაციის გამოსწორებისკენ და დაპირისპირებით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება; რადგან მათ შორის გამოსწორება არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არ დაიყონ მუსლიმები და ყველა ერთად ჩაეჭიდოს ალლაჰის თოკს (ყურანს), ორ მხარეს დაპირისპირება გამოიწვევს რღვევას რელიგიაში, ვინც შეეცდება და გამოასწორებს დაპირისპირებულ მხარეებს, ის მიიღებს იმაზე მეტ სიკეთეს, ვიდრე ის, ვინც მარხულობს და ლოცულობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის».

თარგმნების ჩვენება

29 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية