1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيِّ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ اللَّهَ تَبَارَكَ وَتَعَالَى يَقُولُ لِأَهْلِ الجَنَّةِ: يَا أَهْلَ الجَنَّةِ؟ فَيَقُولُونَ: لَبَّيْكَ رَبَّنَا وَسَعْدَيْكَ، فَيَقُولُ: هَلْ رَضِيتُمْ؟ فَيَقُولُونَ: وَمَا لَنَا لاَ نَرْضَى وَقَدْ أَعْطَيْتَنَا مَا لَمْ تُعْطِ أَحَدًا مِنْ خَلْقِكَ؟ فَيَقُولُ: أَنَا أُعْطِيكُمْ أَفْضَلَ مِنْ ذَلِكَ، قَالُوا: يَا رَبِّ، وَأَيُّ شَيْءٍ أَفْضَلُ مِنْ ذَلِكَ؟ فَيَقُولُ: أُحِلُّ عَلَيْكُمْ رِضْوَانِي، فَلاَ أَسْخَطُ عَلَيْكُمْ بَعْدَهُ أَبَدًا».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტად, უზენაესი და ყოვლადკეთილი ალლაჰი ეტყვის სამოთხის მკვიდრებს: "ო, სამოთხის მკვიდრებო!" ისინი უპასუხებენ: "ჩვენ აქ ვართ შენს წინაშე, ჩვენო მეუფევ, მზად ვართ გემსახუროთ! და მთელი სიკეთე — შენს ხელშია". ალლაჰი ჰკითხავს: "კმაყოფილები ხართ?" ისინი იტყვიან: "როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, უფალო? შენ ხომ გვიბოძე ის, რაც არ მიგიცია არცერთი შენი ქმნილებისთვის". მაშინ ალლაჰი ეტყვის: "გინდათ, კიდევ უკეთესი მოგცეთ?" ისინი ჰკითხავენ: "უფალო, რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?" ალლაჰი იტყვის: "მე გბოძებთ ჩემს კმაყოფილებას და აღარასდროს ვიქნები უკმაყოფილო თქვენით".»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6549

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ უზენაესი ალლაჰი ეუბნება სამოთხის ბინადრებს, როცა ისინი სამოთხეში არიან: ო, სამოთხის ბინადრებო! ისინი პასუხობენ: შენს წინაშე ვართ, ჩვენო ღმერთო, და მზად ვართ გემსახუროთ, მაშინ ალლაჰი ჰკითხავს მათ: კმაყოფილები ხართ? ისინი უპასუხებენ: დიახ, კმაყოფილები ვართ; როგორ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილნი, როცა მოგვეცი ის, რაც არავისთვის მიგიცია შენი ქმნილებიდან! მაშინ ალლაჰი ეტყვის მათ: არ გინდათ მოგცეთ ის, რაც უკეთესია ამ ყველაფერზე? მათ უპასუხეს: ღმერთო ჩვენო, და რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი?! მაშინ ალლაჰი ეტყვის: გარდმოვავლენ თქვენზე ჩემს მარადიულ კმაყოფილებას, და ამის შემდეგ აღარასდროს განვრისხდები თქვენზე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყოვლისშემძლე და უზენაესი ალლაჰი ესაუბრება სამოთხის მკვიდრებს.
  2. სასიხარულო უწყება ალლაჰისგან სამოთხის მკვიდრებისთვის: ის კმაყოფილია მათით, ეს კმაყოფილება მარადიული იქნება და ის აღარასდროს განრისხდება მათზე.
  3. სამოთხის ბინადრების კმაყოფილება თავიანთ მდგომარეობაზე, მიუხედავად მათი საფეხურებისა და სხვადასხვა დონის მრავალფეროვნებისა; რადგან ყველამ ერთხმად უპასუხა: "მოგვეცი ის, რაც არცერთ შენს ქმნილებისთვის არ მიგიცია".

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية