1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ

عَنْ صُهَيْبٍ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا دَخَلَ أَهْلُ الْجَنَّةِ الْجَنَّةَ، قَالَ: يَقُولُ اللهُ تَبَارَكَ وَتَعَالَى: تُرِيدُونَ شَيْئًا أَزِيدُكُمْ؟ فَيَقُولُونَ: أَلَمْ تُبَيِّضْ وُجُوهَنَا؟ أَلَمْ تُدْخِلْنَا الْجَنَّةَ، وَتُنَجِّنَا مِنَ النَّارِ؟ قَالَ: فَيَكْشِفُ الْحِجَابَ، فَمَا أُعْطُوا شَيْئًا أَحَبَّ إِلَيْهِمْ مِنَ النَّظَرِ إِلَى رَبِّهِمْ عَزَّ وَجَلَّ».

გადმოცემულია სუჰაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როცა სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, იტყვის: "გნებავთ, რომ რამე შეგმატოთ?" ისინი უპასუხებენ: "განა შენ არ გაგვინათლე სახეები? განა შენ არ შეგვიყვანე სამოთხეში და არ გვიხსენ ჯოჯოხეთის ცეცხლისგან?" მაშინ ალლაჰი მოიხსნის ფარდას, და მათთვის არაფერი იქნება უფრო საყვარელი, ვიდრე მათი მბრძანებლის ხილვა, დიადი და ყოვლისშემძლესი».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 181

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ როდესაც სამოთხის ბინადრები სამოთხეში შევლენ, ალლაჰი, წმინდა და უზენაესი, მათ ეტყვის:
გინდათ რამე დაგიმატოთ?
სამოთხის მკვიდრნი იტყვიან: ნუთუ არ გაგვინათე სახეები? შეგვიყვანე სამოთხეში და გადაგვარჩინე ცეცხლისგან?
მაშინ ალლაჰი მოიშორებს ფარდას და აწევს მას, ხოლო მისი ფარდა არის სინათლე. და მათთვის არაფერი იქნება უფრო საყვარელი, ვიდრე მათი მბრძანებლის, დიადისა და ყოვლისშემძლეს ხილვის შესაძლებლობა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სამოთხის ბინადრებისთვის ფარდის მოხსნა მათ საშუალებას მისცემს იხილონ თავიანთი მბრძანებელი. რაც შეეხება ურწმუნოებს, ისინი ამ მადლისგან მოკლებულნი იქნებიან.
  2. სამოთხის უდიდესი ნეტარება მორწმუნეთათვის არის მათი მბრძანებლის ხილვის შესაძლებლობა.
  3. სამოთხის ყველა ბინადარი, მათი მდგომარეობისა და საფეხურის მიუხედავად, შეძლებს იხილოს თავისი მბრძანებელი, დიადი და უზენაესი.
  4. ალლაჰის წყალობის სიდიადე მორწმუნეების მიმართ გამოვლინდება იმაში, რომ ის შეიყვანს მათ სამოთხეში.
  5. სამოთხისკენ სწრაფვა კეთილი საქმეების შესრულებისა და ალლაჰისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მორჩილების გზით მორწმუნის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტია.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية