1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِذَا اسْتَيْقَظَ أَحَدُكُمْ مِنْ مَنَامِهِ فَلْيَسْتَنْثِرْ ثَلَاثَ مَرَّاتٍ، فَإِنَّ الشَّيْطَانَ يَبِيتُ عَلَى خَيَاشِيمِهِ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 238

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებს მათ, ვინც იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ გამოირეცხონ ცხვირი. გამოსარეცხად საჭიროა წყლის ცხვირიდან გამოტანა მისი ჩასუნთქვის შემდეგ. ეს მითითება დაკავშირებულია იმასთან, რომ შაიტანი ღამით ნესტოებში, უფრო ზუსტად კი მთლიან ცხვირში იმყოფება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ყველა ადამიანს, ვინც იღვიძებს ძილის შემდეგ, ევალება ცხვირის გამორეცხვა, რათა შაიტნის კვალი ნესტოებიდან მოიცილოს. თუ ადამიანი აპირებს აბდესის აღებას, ეს მითითება კიდევ უფრო სავალდებულო ხდება.
  2. ცხვირის გამორეცხვა (ისთინსარ) ასრულებს წყლის ჩასუნთქვის (ისთინშაყ) პროცესს, რადგან ისთინშაყ ასუფთავებს ცხვირის შიდა ნაწილს, ხოლო ისთინსარს გამოჰყავს დაგროვილი ჭუჭყი წყალთან ერთად.
  3. ამ ქმედების დაკავშირება ღამის ძილთან გამომდინარეობს სიტყვა „يَبيت“ („ღამით ყოფნა“) გამოყენებიდან, რადგან ღამისთევა გულისხმობს სწორედ ღამის ძილს. გარდა ამისა, ღამის ძილი, როგორც წესი, ხანგრძლივი და ღრმა მდგომარეობით გამოირჩევა.
  4. ჰადისში მითითებულია, რომ შაიტანი კონტაქტში მოდის ადამიანთან, თუმცა მას(ადამიანს) არ ესმის და ვერ აცნობიერებს ამას.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية