1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضيَ اللهُ عنه قَالَ:
بَيْنَمَا نَحْنُ فِي الْمَسْجِدِ مَعَ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إِذْ جَاءَ أَعْرَابِيٌّ، فَقَامَ يَبُولُ فِي الْمَسْجِدِ، فَقَالَ أَصْحَابُ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: مَهْ مَهْ، قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَا تُزْرِمُوهُ، دَعُوهُ» فَتَرَكُوهُ حَتَّى بَالَ، ثُمَّ إِنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ دَعَاهُ فَقَالَ لَهُ: «إِنَّ هَذِهِ الْمَسَاجِدَ لَا تَصْلُحُ لِشَيْءٍ مِنْ هَذَا الْبَوْلِ، وَلَا الْقَذَرِ إِنَّمَا هِيَ لِذِكْرِ اللهِ عَزَّ وَجَلَّ، وَالصَّلَاةِ وَقِرَاءَةِ الْقُرْآنِ» أَوْ كَمَا قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ: فَأَمَرَ رَجُلًا مِنَ الْقَوْمِ فَجَاءَ بِدَلْوٍ مِنْ مَاءٍ فَشَنَّهُ عَلَيْهِ.

ანას იბნ მაალიქმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
«ერთხელ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში ვიყავით, როცა მოვიდა არაბი ბედუინი და მეჩეთში შარდვა დაიწყო, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა თქვეს: "გაჩერდი, შეწყვიტე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «არ შეაწყვეტინოთ ხელი, დატოვეთ». მათ ის გააჩერეს, სანამ შარდვა დაასრულა. შემდეგ შუამავალმა ის თავისთან მოიხმო და უთხრა: «ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა», შემდეგ მან ერთ კაცს უბრძანა, რომ მოეტანა ვედროთი წყალი, და იმ ადგილას გადაასხა.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 285

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის მეჩეთში იმყოფებოდა საჰაბებთან ერთად, როცა ბედუინი არაბი უდაბნოდან მოვიდა და მეჩეთის ერთ კუთხეში დაჯდა შარდვისთვის. საჰაბებმა იგი დატუქსეს და უთხრეს: შეწყვიტე და შეჩერდი! შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: დატოვეთ იგი და არ შეაწყვეტინოთ შარდვა. მათ არ შეაწყვეტინეს, სანამ არ დაასრულა.
შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაუძახა მას და უთხრა: მეჩეთები არ არის განკუთვნილი ასეთი რამეებისთვის, როგორიცაა შარდვა ან სხვა სახის სიბინძურე. ისინი დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის, ყურანის წაკითხვისა და მსგავსი კეთილი საქმეებისთვისაა. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი საჰაბებიდან ერთს უბრძანა, რომ მოეტანა წყლით სავსე ვედრო, და მარტივად გადაასხა იგი შარდის ადგილას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეჩეთების პატივისცემის და მათი ყოველი შეუფერებელი დანაგვიანებისგან დაცვის ვალდებულება.
  2. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ეს ჰადისი მიუთითებს მეჩეთების დაცვას მათი ყოველგვარი სიბინძურისგან, მტვრისგან, ნახველისგან, ხმაურიანი საუბრისგან, კამათისა და ჩხუბისგან, ვაჭრობისა და ყიდვა-გაყიდვისგან, ასევე ყველა იმ მოქმედებისგან გათავისუფლებას, რაც მეჩეთის ღირსებას არ შეეფერება.
  3. უმეცარის მიმართ კეთილგანწყობა და მისი სწავლება, რაც მას ესაჭიროება, მკაცრი მოპყრობისა და ზიანის მიყენების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ მან შეცდომა დაუდევრობის ან ჯიუტობის გარეშე დაუშვა.
  4. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იყო მოწყალე მასწავლებელი, კეთილი აღმზრდელი და დიდსულოვანი დამრიგებელი.
  5. უზენაესი ალლაჰის სახლების (მეჩეთების) აშენების წახალისება ლოცვით, ყურანის კითხვით და უზენაესი ალლაჰის მოხსენიებით.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية