1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან (ცოცხალი არსების) სურათი

عَنْ أَبِي طَلْحَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لاَ تَدْخُلُ المَلاَئِكَةُ بَيْتًا فِيهِ كَلْبٌ وَلاَ صُورَةٌ».

გადმოცემულია აბუ ტალჰასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან (ცოცხალი არსების) სურათი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3322

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ წყალობის ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან ცოცხალი არსების გამოსახულება; ამის მიზეზი ისაა, რომ ცოცხალი არსების გამოსახულება განიხილება, როგორც საშინელი დაუმორჩილება ალლაჰზე, რადგან ის ცდილობს ალლაჰზე ქმნილებაში მიბაძვას, რაც წარმოადგენს მრავალღმერთიანობის ერთ-ერთ საშუალებად და ზოგჯერ მოიცავს იმ არსებების გამოსახულებებს, რომელზედაც ლოცულობენ მაგიერ ალლაჰისა, რაც შეეხება იმ სახლს, სადაც არის ძაღლი, ანგელოზები არ შედიან იქ, რადგან ძაღლები ხშირად ჭამენ უწმინდურობას და ზოგი მათგანი ეშმაკის სახელით მოიხსენიება; ანგელოზები კი ეშმაკების საწინააღმდეგო არსებები არიან, ასევე იმის გამო, რომ ძაღლებს აქვთ უსიამოვნო სუნი, რომელიც ანგელოზებს არ უყვართ. გარდა ამისა, შარიათში ძაღლის სახლში ყოლა აკრძალულია, ამიტომ, ვინც მათ შინ მოიყვანს, ის ისჯება იმით, რომ წყალობის ანგელოზები არ შედიან მის სახლში. შედეგად, ასეთი სახლი ვეღარ მიიღებს ანგელოზების ლოცვას, მფარველობას, ბარაქას და ეშმაკების ბოროტებისგან დაცვას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ძაღლის შინ ყოლა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის გამოიყენება ნადირობის, საქონლის დაცვის ან მიწათმოქმედების მიზნებისთვის.
  2. გამოსახულებების შექმნა ან მათი სახლში ქონა ბოროტი საქმეა, რომლებისგანაც ანგელოზები ერიდებიან. მათი არსებობა სახლში ხდება წყალობისგან მოკლების მიზეზი, მსგავსად ძაღლისა.
  3. ანგელოზები, რომლებიც არ შედიან სახლში, სადაც არის ძაღლი ან გამოსახულება, არიან წყალობის ანგელოზები. რაც შეეხება მფარველ ანგელოზებს ან სხვა ანგელოზებს, რომელთაც განსაკუთრებული მოვალეობა აქვთ, როგორიცაა სიკვდილის ანგელოზი, ისინი შედიან ყველა სახლში, მიუხედავად მისი მდგომარეობისა.
  4. ცოცხალი არსებების გამოსახულებების კედლებზე ან სხვაგან ჩამოკიდება შარიათში აკრძალულია.
  5. ალ-ხატაბიმ თქვა: «ანგელოზები არ შედიან იმ სახლში, სადაც არის ძაღლი ან გამოსახულება, რომლის ქონა აკრძალულია, მაგრამ რაც ნებადართულია, მაგალითად, ნადირობის, მიწათმოქმედების ან საქონლის დაცვის ძაღლი, ასევე გამოსახულებები, რომლებიც გამოიყენება ჩვეულებრივ საგნებზე, როგორიცაა ხალიჩები ან ბალიშები, ამის გამო ანგელოზების შესვლა არ იკრძალება».

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية