1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა

عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رضي الله عنهما أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنْ قَالَ حِينَ يَسْمَعُ النِّدَاءَ: اللَّهُمَّ رَبَّ هَذِهِ الدَّعْوَةِ التَّامَّةِ، وَالصَّلاَةِ القَائِمَةِ، آتِ مُحَمَّدًا الوَسِيلَةَ وَالفَضِيلَةَ، وَابْعَثْهُ مَقَامًا مَحْمُودًا الَّذِي وَعَدْتَهُ، حَلَّتْ لَهُ شَفَاعَتِي يَوْمَ القِيَامَةِ».

გადმოცემულია ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 614

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიხსნის, რომ ვინც მუეზინის სიტყვების მოსმენის შემდეგ, როცა იგი დაასრულებს, იტყვის:
„ალლაჰუმმა რაბბა ჰაზიჰი დდა'ვათი“ – ო ალლაჰო, ამ მოწოდების მფლობელო, რაც ნიშნავს აზანის იმ სიტყვებს, რომლითაც ხალხს მოუწოდებენ ალლაჰის მსახურებისა და ლოცვისკენ. „ათ-თაამმა“ – სრულყოფილი მოწოდება, რომელიც მოიცავს თაუჰიდს (ერთღმერთიანობას) და არ-რისალა - მოციქულის გზავნილს. „ვა სსალაათილ ყააიმა“ – მუდმივი და დადგენილი ლოცვა, რომელიც უნდა აღსრულდეს. „აათი“ – მიანიჭე, უბოძე. „მუჰამმად ალ-ვასიილა“ – მიანიჭე მუჰამმად მოციქულს ვასილა, რაც არის უმაღლესი პოზიცია სამოთხეში, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). „ვალ ფადიილათა“ – აღმატებული ადგილი, რომელიც ყველა ქმნილების ადგილებზე მაღალია. „ვაბ'ასჰუ“ – აღადგინე იგი და მიანიჭე მას "მაყაამან მაჰმუუდან“ – ადგილი, რომელშიც ის იქნება ქებული, რაც გულისხმობს აღმდგომის დღეს დიდ შუამდგომლობას. „ალლაზიი ვა'ადთაჰუ“ – ის, რასაც დაჰპირდი, როგორც ალლაჰმა თქვა: „'ასაა ან იაბ'ასაქა რაბბუქა მაყაამან მაჰმუუდან“ – «შეიძლება, შენმა ღმერთმა აგამაღლოს ქებულ ადგილზე». (სურა ალ-ისრაა, 79).
ვინც ამ ვედრებას წარმოთქვამს, იგი იმსახურებს და აუცილებლად მიიღებს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობას აღდგომის დღეს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ვედრება აზანის დასრულების შემდეგ უნდა წარმოითქვას და იგი დასაბუთებულია შარიათით. ხოლო ვინც აზანი არ მოისმინა, ის ამ ვედრებას არ წარმოთქვამს.
  2. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მაღალი ღირსება გამოიხატება იმაში, რომ მას მიენიჭა ვასილა (უმაღლესი ადგილი სამოთხეში), ფადილა (უპირატესობა ყველა ქმნილებაზე), საპატიო და ქებით აღსავსე მდგომარეობა და უდიდესი შუამდგომლობა, რომლითაც ქმნილებებს შორის განაჩენი დადგინდება.
  3. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობის დადასტურება, რადგან მან თქვა: განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა მისთვის სავალდებულო იქნება.
  4. მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შუამდგომლობა იქნება მისი უმმათის დიდი ცოდვების მქონეთათვის, რომ არ შევიდნენ ცეცხლში, ან ვინც მასში შევიდა, რომ გამოვიდეს, ან რომ ანგარისწორების გარეშე შევიდეს სამოთხეში, ან რომ ამაღლდეს მისი საფეხურები სამოთხეში.
  5. ატ-ტიბიმ თქვა: «აზანის დაწყებიდან „მუჰამმადან რასულულლაჰ“ არის სრულყოფილი მოწოდება. ჰაი’ალათ არის შესაძლებელია, რომ ნიშნავდეს დუას, ხოლო – მუდმივობას, ამ შემთხვევაში, “ განმარტავს. ასევე, შესაძლებელია, რომ ას-სალაჰ აღნიშნავდეს იმ დუას, რომელზეც მაშინ მოწოდება ხდებოდა, და ეს არის უფრო აშკარა მნიშვნელობა.
  6. მუჰალიბმა თქვა: «ჰადისში არის წახალისება ვედრებისთვის ლოცვის დროს, რადგან ეს არის იმედის დრო, რომ ის იქნება მიღებული».

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية