عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لاَ يُصَلِّي أَحَدُكُمْ فِي الثَّوْبِ الوَاحِدِ لَيْسَ عَلَى عَاتِقَيْهِ شَيْءٌ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენგან არავინ არ ილოცოს ერთ სამოსში ისე, რომ მის მხრებზე არაფერი იყოს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 359

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა მას, ვინც ერთ სამოსში ლოცულობს, მას მხრები შიშველი ჰქონდეს – მხრებსა და კისერს შორის ადგილი ისე, რომ მასზე არაფერი იყოს დაფარებული. მიუხედავად იმისა, რომ მხრები არ მიეკუთვნება სავალდებულო საფარველის არეს ('აურათს), მათი დაფარვა ხელს უწყობს სხეულის უკეთეს დაფარვას, და ეს უფრო მეტად გამოხატავს ალლაჰის წინაშე პატივისცემასა და მოწიწებას ლოცვისას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ლოცვა ერთ სამოსელში ნებადართულია, თუ იგი ფარავს იმას, რაც აუცილებელია დასაფარად.
  2. ლოცვა ნებადართულია ორ სამოსელში: ერთით ტანის ზედე ნაწილის დაფარვა, ხოლო მეორეთი ქვედა ნაწილის დაფარვა.
  3. სასურველია, რომ მლოცველი იყოს კარგი და მოწესრიგებული სახით.
  4. ლოცვის დროს აუცილებელია ორივე მხრის ან ერთის დაფარვა, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ზოგი სწავლული მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვა მოკრძალების რეკომენდაციის კატეგორიას ეკუთვნის.
  5. საჰაბებს (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ხელთ მცირე რაოდენობის ქონება ჰქონდათ, იმდენად, რომ ზოგიერთ მათგანს ორი სამოსიც კი არ გააჩნდა.
  6. იმამ ან-ნავავი განმარტავს ამ ჰადისის მნიშვნელობას შემდეგნაირად: «მისი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ ქვედა სამოსელით (იზარით) ლოცულობს და მისი ნაწილი მხრებზე არ არის დაფარებული, არსებობს საფრთხე, რომ მისი 'ავრათი გაიხსნება. მაშინ, როცა ის სამოსის ნაწილს მხრებზე მოათავსებს, ეს რისკი მცირდება. ასევე, თუ ადამიანი მხოლოდ იზარით ლოცულობს, შესაძლოა, მას ხელით მისი დაჭერა დასჭირდეს, რაც ხელს შეუშლის ლოცვის სუნნას, მაგალითად, მარჯვენა ხელის მარცხენაზე დადებას მკერდქვეშ, ხელების აწევას თაყვანისცემის დროს და სხვა სუნნათ ქმედებებს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ მლოცველი ზედა ტანსა და სილამაზის ადგილს უგულებელყოფს, მაშინ, როცა უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: «შეიმოსეთ საუკეთესო სამოსით ყოველ სალოცავთან» (ალ-ა'რაფ: 31)

თარგმნების ჩვენება

48 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية