1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!

عَن أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَا بَالُ أَقْوَامٍ يَرْفَعُونَ أَبْصَارَهُمْ إِلَى السَّمَاءِ فِي صَلاَتِهِمْ»، فَاشْتَدَّ قَوْلُهُ فِي ذَلِكَ، حَتَّى قَالَ: «لَيَنْتَهُنَّ عَنْ ذَلِكَ أَوْ لَتُخْطَفَنَّ أَبْصَارُهُمْ».

ანას იბნ მალიქის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ლოცვის დროს თვალებს ზეცისკენ აღაპყრობენ?!» – თქვა მან მკაცრი ტონით, ხოლო შემდეგ დაამატა: «მათ უნდა შეწყვიტონ ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უეჭველად დაკარგავენ ხედვას!»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 750

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ისინი, რომლებიც ლოცვის დროს მზერას მიაპყრობენ ზეცისკენ, ვედრების დროს ან სხვა. შემდეგ მან კიდევ უფრო გაამკაცრა გაფრთხილება და მკაცრად შეაგონა, რომ ასეთ ქმედებას შეიძლება მხედველობის დაკარგვა მოჰყვეს. ის გამოხატავდა შიშს, რომ მათ თვალთახედვა შეიძლება მოულოდნელად წაერთვათ ისე, რომ ვერც კი შენიშნონ, როგორ დაკარგეს ეს ალლაჰის ნი‘მა (წყალობა) – მხედველობის უნარი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კარგი მოწოდება ჭეშმარიტების განმარტებისთვის, რადგან შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ გამოუაშკარავებია ის, ვინც ასე იქცეოდა; რადგან ამ ყველაფრის მიზანი ჭეშმარიტების ახსნა იყო და ეს მან მოახერხა; რადგან ამ ყველაფერში არის ცოდვილის დაფარვა და უფრო მეტი ალბათობა, რომ მან მიიღოს მოწოდება.
  2. ძლიერი აკრძალვა და მკაცრი სასჯელი არის მასზე, ვინც ზეცისკენ იყურება ლოცვის დროს.
  3. "'ავნ ალ-მა'ბუდ"-ში ნათქვამია: «ამ აკრძალვის სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ ვინც მიაპყრობს ზეცისკენ თვალებს გამოვა ყიბლას მიმართულებისგან და ფაქტიურად ყიბლას შეაქცევს სახეს და ასევე დაკარგავს ლოცვის ფორმას».
  4. ლოცვის დროს მზერის მაღლა მიპყრობა სულიერ სიმშვიდეს არღვევს.
  5. ლოცვას ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგან აუცილებელია მლოცველი მასზე იყოს სრულყოფილი ზნეობით შემკობილი დიდებული და უზენაესი ალლაჰის წინაშე.

თარგმნების ჩვენება

39 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية