1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს

عَنْ أُمِّ حَبِيبَةَ رضي الله عنها زَوْجِ النَّبِيِّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالت: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَنْ حَافَظَ عَلَى أَرْبَعِ رَكَعَاتٍ قَبْلَ الظُّهْرِ وَأَرْبَعٍ بَعْدَهَا حَرَّمَهُ اللَّهُ عَلَى النَّارِ».

გადმოცემულია უმმ ჰაბიბასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავლის მეუღლისგან, რომელმაც თქვა: მოვისმინე, თუ როგორ ამბობდა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს».

სანდო (საჰიჰ) رواه أبو داود والترمذي والنسائي وابن ماجه وأحمد სუნან ალ-თირმიზი - 428

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახარა იმ ადამიანს, ვინც ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხი რაქათის და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხი რაქათის შესრულებას მუდმივად დაიცავს, რომ ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია ზუჰრის (შუადღის) ლოცვამდე ოთხი რაქათის და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხი რაქათის შესრულების მუდმივად დაცვა.
  2. ფარძის წინ შესრულებულ ნებაყოფლობით ლოცვებს რამდენიმე სიბრძნე აქვს, მათ შორის: მლოცველის გულისა და გონების მომზადება თაყვანისცემისთვის ფარძის (სავალდებულო) ლოცვაში შესვლამდე, ფარძის შემდეგ შესრულებული ლოცვების სიბრძნე კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ასწორებენ და ავსებენ ფარძის ლოცვებში არსებულ შესაძლო ხარვეზებს.
  3. ნებაყოფლობით ლოცვებს დიდი სარგებელი აქვს, მათ შორის: კარგი საქმეების გამრავლება, ცოდვების მიტევება და მათგან განწმენდა. ასევე, საფეხურებით ამაღლება ალლაჰის წინაშე.
  4. სუნნის მიმდევართა პრინციპი დაპირების ჰადისებთან დაკავშირებით, როგორიც ეს ჰადისი არის, შემდეგია: ის უნდა გავიგოთ, როგორც დაპირება მათთვის, ვინც ერთღმერთიანობაზე მოკვდება. მიზანი არის, რომ ასეთი ადამიანი მარადიულად ჯოჯოხეთში არ დარჩება. ცოდვების ჩამდენი მორწმუნე (მუვაჰიდი) შესაძლოა დასჯას იმსახურებდეს, მაგრამ თუ ალლაჰი მას დასჯის კიდეც, ის ჯოჯოხეთში სამუდამოდ არ დარჩება.

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية