1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე

عَن الحَسَنِ قال: حَدَّثنا جُنْدَبُ بْنُ عَبْدِ اللَّهِ رضي الله عنه، فِي هَذَا المَسْجِدِ، وَمَا نَسِينَا مُنْذُ حَدَّثَنَا، وَمَا نَخْشَى أَنْ يَكُونَ جُنْدُبٌ كَذَبَ عَلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صلّى الله عليه وسلم:
«كَانَ فِيمَنْ كَانَ قَبْلَكُمْ رَجُلٌ بِهِ جُرْحٌ، فَجَزِعَ، فَأَخَذَ سِكِّينًا فَحَزَّ بِهَا يَدَهُ، فَمَا رَقَأَ الدَّمُ حَتَّى مَاتَ، قَالَ اللَّهُ تَعَالَى: بَادَرَنِي عَبْدِي بِنَفْسِهِ، حَرَّمْتُ عَلَيْهِ الجَنَّةَ».

ალ-ჰასან ალ ბასრიმ თქვა: «ჩვენ გადმოგვცა ჯუნდაბ იბნ აბდულლაჰმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ მეჩეთში, და მას შემდეგ, რაც ეს გვიამბო, არ დაგვვიწყებია. ჩვენ არ გვეშინია, რომ ჯუნდაბმა ცილი დასწამა მოციქულ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენამდე ერთ კაცს ჰქონდა ჭრილობა, მან ვეღარ აიტანა ტკივილი, აიღო დანა და თავისი ხელი გადაიჭრა. სისხლდენა არ შეწყვეტილა, სანამ არ მოკვდა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: «ჩემმა მონამ საკუთარი თავი ჩემზე წინ დააყენა (ანუ საკუთარი სიცოცხლე თვითონვე დაასრულა). ამიტომ, მე სამოთხე მას ავუკრძალე».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3463

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ჩვენამდე ერთ კაცს ჭრილობა მიადგა, მან ვერ მოითმინა ტკივილი და მოთმინება დაკარგა, აიღო დანა, ხელი გადაიჭრა და სიკვდილი დააჩქარა. სისხლდენა არ შეწყდა, სანამ არ მოკვდა, ალლაჰმა უზენაესმა თქვა: ჩემმა მონამ საკუთარ სიცოცხლეს თვითონვე დაუსვა წერტილი. ამიტომ, მე მას სამოთხე ავუკრძალე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოთმინების მაღალი ღირსება განსაცდელის დროს, და ტკივილისგან მოთქმისგან თავის შეკავება, რათა ამან უფრო მძიმე შედეგამდე არ მიგვიყვანოს.
  2. წინა ხალხების შესახებ კეთილისა და დარიგების შემცველი ამბების გადმოცემა.
  3. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს ჰადისი გვასწავლის, რომ უნდა დავიცვათ ალლაჰის უფლებები და დავუფიქრდეთ მის წყალობას თავის ქმნილებებზე, მან აუკრძალა მათ საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა, რადგან სიცოცხლე ალლაჰის საკუთრებაა».
  4. აკრძალულია ყოველივე, რაც სიცოცხლის მოსპობას იწვევს, და ამასთან ძალიან მძიმე გაფრთხილებაა ამის წინააღმდეგ.
  5. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან ხელი გადაიჭრა სიკვდილის მიზნისთვის და არა სამკურნალოდ, რაც, როგორც წესი, სარგებლის მოტანას ითვალისწინებს».

თარგმნების ჩვენება

44 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية