1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَا عَدْوَى، وَلَا طِيَرَةَ، وَيُعْجِبُنِي الْفَأْلُ» قَالَ قِيلَ: وَمَا الْفَأْلُ؟ قَالَ: «الْكَلِمَةُ الطَّيِّبَةُ».

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ არსებობს გადამდები დაავადება თავისთავად და არც ცრურწმენა, თუმცა მე მომწონს ალ-ფა'ლ». ჰკითხეს: "რა არის "ალ-ფა'ლ?" მან უპასუხა: «კარგი სიტყვა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2224

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ის გადამდები დაავადება, რომელსაც ჯაჰილიას დროის ხალხი მიიჩნევდა, თითქოსდა დაავადება თავისთავად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე ალლაჰის ბრძანებისა და განგების გარეშე, არის მცდარი და უსაფუძვლო რწმენა. და ასევე, თიარა მცდარი და უსაფუძვლოა. ეს გულისხმობს ცუდ ნიშნად მიჩნევას ნებისმიერი რამისგან, იქნება ეს მოსმენილი თუ დანახული. მაგალითად: ჩიტები ან ცხოველები, ფიზიკური ნაკლოვანების მქონე ადამიანები, რიცხვები, დღეები და სხვა მსგავსი რამ. მან ახსენა აფრენილი ჩიტებით მკითხაობა, რადგან ის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო უმეცრების პერიოდში. არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გარკვეული საქმის დაწყებისას, მაგალითად, მოგზაურობის ან ვაჭრობისას, ადამიანები ცას უშვებდნენ ჩიტს. თუ ის მარჯვნივ მიფრინავდა, ამას კარგ ნიშნად მიიჩნევდნენ და აგრძელებდნენ თავიანთ განზრახულ საქმეს. ხოლო თუ ჩიტი მარცხნივ მიფრინავდა, ამას ცუდ ნიშნად თვლიდნენ და თავიანთი განზრახვიდან თავს იკავებდნენ. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა, რომ მას "ალ-ფა'ლ" მოსწონს. რაც გულისხმობს, როცა ადამიანი კარგ სიტყვას ისმენს, რაც მას სიხარულსა და სიმშვიდეს ანიჭებს და ალლაჰის მიმართ კარგი იმედით აღავსებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაეს ალლაჰზე თავაქქული (მინდობა) ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ალლაჰისგან მოდის სიკეთე და მხოლოდ ალლაჰს შეუძლია ბოროტების აცილება.
  2. აკრძალულია თიარა, რაც ნიშნავს ცუდ ნიშნად მიჩნევას და რის გამოც ადამიანი თავს ანებებს საქმეს ან გადაწყვეტილებას.
  3. ალ-ფა'ლ (კარგი ნიშანი) არ ეკუთვნის აკრძალულ თიარას (ცუდ ნიშნად მიჩნევას). პირიქით, ის განეკუთვნება ალლაჰის მიმართ კარგი იმედისა და ნდობის კატეგორიას.
  4. ყველაფერი ალლაჰის განგებით ხდება, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი და რომელიც ყოვლისშემძლე და დიადია.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية