1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა

عَن زَيْدِ بْنِ خَالِدٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنْ جَهَّزَ غَازِيًا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَقَدْ غَزَا، وَمَنْ خَلَفَ غَازِيًا فِي سَبِيلِ اللَّهِ بِخَيْرٍ فَقَدْ غَزَا».

გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც აღჭურვა ალლაჰის გზაზე მებრძოლი, თითქოს თავად იბრძოლა. და ვინც შეცვალა ალლაჰის გზაზე მებრძოლი მისი ოჯახის მოვლაში, თითქოს თავად იბრძოლა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2843

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლისთვის უზრუნველყოფს მისი მოგზაურობისთვის საჭირო პირობებსა და საჭიროებებს, როგორიცაა იარაღი, სატრანსპორტო საშუალება, საკვები, ხარჯები და სხვა აუცილებელი ნივთები, მისთვის ჩაითვლება იგივე, რაც მებრძოლისთვის და მას მიენიჭება მებრძოლების საზღაური.
ვინც ალლაჰის გზაზე მებრძოლის საქმეებს კეთილგანწყობით მიხედავს და მისი არყოფნის პერიოდში მის ოჯახზე იზრუნებს, ისიც მებრძოლის მდგომარეობაში იქნება და მის საზღაურს დაიმსახურებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმანთა წახალისება კეთილ საქმეში ურთიერთდახმარებისკენ.
  2. იბნ ჰაჯარმა თქვა: "ამ ჰადისში არის წახალისება სიკეთის კეთებისკენ იმათთვის, ვინც სარგებელს მოუტანს მუსლიმებს ან რაიმეში მათ ჩანაცვლებას მოახდენს".
  3. ზოგადი წესი: ვინც ალლაჰის მორჩილების ნებისმიერ საქმეში დაეხმარება სხვას, მას იგივე საზღაური მიენიჭება, როგორც მას, ვინც ეს საქმე შეასრულა, თანაც არ დაკნინდება იმისი საზღაური, ვინც ეს გააკეთა.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية