1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ჩემამდე ხალხისათვის, რომელსაც მის თემში არ ჰყავდა ჰავარები(ნდობით აღჭურვილი პირები) და(ასჰაბები) თანამგზვრები, რომლებიც მის სუნნას და ბრძანებებს მისდევდნენ

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ مَسْعُودٍ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَا مِنْ نَبِيٍّ بَعَثَهُ اللهُ فِي أُمَّةٍ قَبْلِي إِلَّا كَانَ لَهُ مِنْ أُمَّتِهِ حَوَارِيُّونَ، وَأَصْحَابٌ يَأْخُذُونَ بِسُنَّتِهِ وَيَقْتَدُونَ بِأَمْرِهِ، ثُمَّ إِنَّهَا تَخْلُفُ مِنْ بَعْدِهِمْ خُلُوفٌ يَقُولُونَ مَا لَا يَفْعَلُونَ، وَيَفْعَلُونَ مَا لَا يُؤْمَرُونَ، فَمَنْ جَاهَدَهُمْ بِيَدِهِ فَهُوَ مُؤْمِنٌ، وَمَنْ جَاهَدَهُمْ بِلِسَانِهِ فَهُوَ مُؤْمِنٌ، وَمَنْ جَاهَدَهُمْ بِقَلْبِهِ فَهُوَ مُؤْمِنٌ، وَلَيْسَ وَرَاءَ ذَلِكَ مِنَ الْإِيمَانِ حَبَّةُ خَرْدَلٍ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან, (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ჩემამდე ხალხისათვის, რომელსაც მის თემში არ ჰყავდა ჰავარები(ნდობით აღჭურვილი პირები) და(ასჰაბები) თანამგზვრები, რომლებიც მის სუნნას და ბრძანებებს მისდევდნენ, შემდეგ კი მათ შემდეგ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ იმას, რასაც არ აკეთებდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები, ვინც მათთან იბრძვის ხელით, ის მორწმუნეა; ვინც მათთან იბრძვის ენით, ის მორწმუნეა; და ვინც მათთან იბრძვის გულით, ისიც მორწმუნეა. ხოლო ამის მიღმა რწმენა მდოგვის მარცვალიც კი არ არის»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 50

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ არ იყო არც ერთი წინასწარმეტყველი, რომელიც ალლაჰმა წარგზავნა ხალხისათვის მასზე ადრე, რომ არ ჰყოლოდა მის თემში რჩეულები, დამხმარეები და გულწრფელი მუჯაჰიდები, რომლებიც ხალიფობისთვის იყვნენ ღირსეულნი მის შემდეგ; ისინი მის სუნნას მისდევდნენ და მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ. შემდეგ კი ამ მართალი წინამძღოლების შემდეგ მოდიან ადამიანები, რომელთაც სიკეთე არ გააჩნიათ; ისინი ამბობენ იმას, რასაც არ აკეთებენ, და აკეთებენ იმას, რაც არ არის მათთვის ბრძანებული. ვინც მათ წინააღმდეგ იბრძვის ხელით, ის მორწმუნეა; ვინც მათ წინააღმდეგ იბრძვის ენით, ის მორწმუნეა; და ვინც მათ წინააღმდეგ იბრძვის გულით, ისიც მორწმუნეა. ხოლო ამის მიღმა იმანში (რწმენაში) მდოგვის მარცვალიც კი არ არის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება შარიათის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანებზე სიტყვებითა და ქმედებებით გაწეულ წინააღმდეგობასა და ბრძოლაზე.
  2. გულის მიერ აკრძალულის უარყოფის უუნარობა მიუთითებს რწმენის სისუსტეზე ან მის დაკარგვაზე.
  3. ალლაჰი წინასწარმეტყველებს უმარტივებდა იმ ადამიანების აღმოჩენას, ვინც მათ შემდეგ მათ გზავნილს განაგრძობდა.
  4. ვისაც სურს გადარჩენა, ის შუამავლების გზას უნდა მიჰყვეს, რადგან ყოველი სხვა გზა არის დაღუპვა და შეცდომაში ჩავარდნა.
  5. რაც უფრო დაშორდა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მისი საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დრო, ხალხმა მით უფრო მიატოვა სუნნა, მიჰყვა სურვილებს და გამოიგონა სიახლეები.
  6. ჯიჰადის ხარისხების განმარტება: ხელით ჯიჰადი — იმათთვის, ვისაც ცვლილების შესაძლებლობა აქვს, როგორიცაა მმართველები, ხელისუფალნი და მეთაურები, სიტყვით ჯიჰადი — სიმართლის გამოხატვითა და მისკენ მოწოდებით, გულით ჯიჰადი — აკრძალულის უარყოფით, მისი სიყვარულის არქონით და მის მიმართ უკმაყოფილებით.
  7. კეთილისკენ მოწოდების და ბოროტებისგან აკრძალვის ვალდებულება.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية