1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება

عَنْ أُمِّ سَلَمَةَ أُمِّ المُؤمنين رضي الله عنها: أَنَّ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«سَتَكُونُ أُمَرَاءُ فَتَعْرِفُونَ وَتُنْكِرُونَ، فَمَنْ عَرَفَ بَرِئَ، وَمَنْ أَنْكَرَ سَلِمَ، وَلَكِنْ مَنْ رَضِيَ وَتَابَعَ» قَالُوا: أَفَلَا نُقَاتِلُهُمْ؟ قَالَ: «لَا، مَا صَلَّوْا».

მორწმუნეთა დედა უმმ სალამა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თქვენზე დაინიშნებიან მმართველები, რომელთა საქმეებიდან ზოგი თქვენთვის მისაღები იქნება, ზოგი კი — დასაგმობი. მათ შორის, ვინც იგრძნობს ზიზღს მათი დასაგმობი საქმეების მიმართ, უდანაშაულო დარჩება, ხოლო ვინც დაგმობს მათ, გადარჩება. განსხვავებით მათგან, ვინც კმაყოფილი დარჩება და მათ გზას გაჰყვება. ხალხმა ჰკითხა: "ალლაჰის მოციქულო, განა არ უნდა ვიბრძოლოთ ასეთ მმართველებთან?" მან უპასუხა: «არა, მანამ სანამ ისინი ლოცვას აღასრულებენ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1854

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ჩვენ გვეყოლება მართველები, ჩვენ ვნახავთ მათგან ზოგიერთ ქმედებებს, რომელბიც არის შარიათის შესაბამისი, ხოლო ზოგიერთი ქმედებები იქნება შარიათის საწინააღმდეგო, ვინც გულით შეიძულებს მოუწონარ ქმედებებს, მაგრამ მისი უარყოფის (გაკიცხვის) ძალა არ შესწევს, ის თავს დააღწევს ცოდვისგან და ორპირობისგან. ვისაც შეუძლია მისი გამოსწორება ენით ან ქმედებით, და გაკიცხა ისინი, გადარჩენილი იქნება ცოდვისგან და მათთან თანამონაწილეობისგან. მაგრამ ვინც კმაყოფილი იქნება მათი ნამოქმედარით და მათ გაჰყვება იმ დანაშაულში, დაიღუპება ისე, როგორც ისინი დაიღუპნენ.
შემდეგ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს: არ ვეომოთ იმ მმართველებს, რომელთა თვისებები ასეთი იქნება? მან ეს აუკრძალა, და თქვა: არა, მანამ, სანამ თქვენთან ერთად ლოცვას ასრულებენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველობის ერთ-ერთი მტკიცებულება არის მისი წინასწარმეტყველებები მომავლის მოვლენებზე და ის, რომ ეს მოვლენები ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან ამაზე ამცნო.
  2. არ შეიძლება მოუწონარი საქმეების მიმართ კმაყოფილება და მათში მონაწილეობა, აუცილებელია მათი დაგმობა.
  3. თუ მმართველები გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც შარიათს ეწინააღმდეგება, არ შეიძლება მათზე მორჩილება ამაში.
  4. არ შეიძლება მუსლიმთა მმართველების წინააღმდეგ აჯანყება, რადგან ეს იწვევს უფრო დიდ ბოროტებას, სისხლისღვრას და უსაფრთხოების დაკარგვას. მოთმინების გამოჩენა იმ დასაგმობი საქმეების მიმართ, რომლებიც ცოდვილი მმართველებისგან მომდინარეობს, და იმ ზიანის მიმართ, რომელიც მათგან მოდის, უკეთესია, ვიდრე ის უბედურებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აჯანყებას მოჰყვება.
  5. ლოცვას ძალიან დიდი ადგილი უკავია, რადგანაც ის არის ურწმუნოებასა და ისლამს შორის განმასხვავებელი.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية