1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ბიოგრაფია და ისტორია

ჰადისი მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის მდგომარეობაში ვიყავით. ის მავალებდა, ჩამეცვა ქვედა სამოსი, და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე მენსტრუალური მდგომარეობა მქონდა, ის შემეხებოდა. ასევე, როცა ის ი'თიქაფის მდგომარეობაში იყო (მეჩეთში),

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤمنينَ رضي الله عنها قَالَتْ:
كُنْتُ أَغْتَسِلُ أَنَا وَالنَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مِنْ إِنَاءٍ وَاحِدٍ كِلاَنَا جُنُبٌ، وَكَانَ يَأْمُرُنِي، فَأَتَّزِرُ، فَيُبَاشِرُنِي وَأَنَا حَائِضٌ، وَكَانَ يُخْرِجُ رَأْسَهُ إِلَيَّ وَهُوَ مُعْتَكِفٌ فَأَغْسِلُهُ وَأَنَا حَائِضٌ.

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«მე და მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ვიბანდით, როცა ორივე ჯუნუბის მდგომარეობაში ვიყავით. ის მავალებდა, ჩამეცვა ქვედა სამოსი, და შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მე მენსტრუალური მდგომარეობა მქონდა, ის შემეხებოდა. ასევე, როცა ის ი'თიქაფის მდგომარეობაში იყო (მეჩეთში), თავის თავს მაჩვენებდა და მე ვბანდი მის თმას, მიუხედავად ჩემი მენსტრუაციისა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 299

განმარტება

აიშამ, მორწმუნეთა დედამ, მოგვითხრო ზოგიერთი თავისი პირადი მდგომარეობა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მათ შორის, რომ ისინი ჯუნუბის მდგომარეობისგან განწმენდისას ერთსა და იმავე ჭურჭლიდან ერთად იბანდნენ და ორივე ერთი წყლით სარგებლობდნენ. და როდესაც მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სურდა მასთან სიახლოვე, ხოლო აიშა მენსტრუალურ მდგომარეობაში იყო, ის მას უბრძანებდა, დაეფარა სხეული მუცლისა და მუხლებს შორის. შემდეგ, სქესობრივი კავშირის გარეშე, მასთან სიახლოვეს ამგვარად ამყარებდა. და მოციქული (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) მეჩეთში განმარტოების (ი‘თიქაფის) დროს თავის თავს აიშას ოთახში ყოფდა, და აიშა მას თავს უბანდა მაშინ, როცა მას მენსტრუაცია ჰქონდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დასაშვებია მამაკაცისა და მისი მეუღლის ერთსა და იმავე ჭურჭლიდან განბანვა.
  2. დასაშვებია მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფ ქალთან სიახლოვე, თუ ეს არ ეხება ინტიმურ ურთიერთობას (სქესობრივ კავშირს). ასევე, მისი სხეული ითვლება სუფთად.
  3. სასურველია, რომ მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ჩაიცვას იზარი (ქვედა სამოსი), როდესაც მას ეხება ქმარი.
  4. აკრძალულში ჩავარდნისგან თავის არიდების საშუალებების მიღება (მოქმედებების წინასწარ დაგეგმვა და შესაბამისი ზომების მიღება) რეკომენდირებულია.
  5. მენსტრუაციის მდგომარეობაში მყოფ ქალს ეკრძალება მეჩეთში დარჩენა.
  6. დასაშვებია მენსტრუალურ მდგომარეობაში მყოფი ქალის მიერ სველი ან მშრალი საგნების შეხება და გამოყენება, მათ შორის თმის დაბანა(სხვისთვის და თავისთვის) და თმების დავარცხნა.
  7. მოციქულის (ალლაჰის ლცოვა და მშვიდობა მას) კეთილი და თბილი ურთიერთობა თავის ცოლებთან.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية