1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს

عَنْ أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضيَ اللهُ عنه عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنَّهُ قَالَ:
«اللهُمَّ لَا عَيْشَ إِلَّا عَيْشُ الْآخِرَهْ، فَاغْفِرْ لِلْأَنْصَارِ وَالْمُهَاجِرَهْ».

ანას ბინ მალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ო, ალლაჰ! ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიო ცხოვრებაა, ამიტომ მიუტევე ანსარებს და მუჰაჯირებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1805

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ საიქიოშია, ალლაჰის კეთილგანწყობაში, მის წყალობასა და სამოთხეში, რადგან ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, ხოლო საიქიო ცხოვრება მარადიული და სამუდამო, შემდეგ მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დუა გააკეთა ანსარებისთვის, რომლებმაც თავიანთ მიწაზე შეიფარეს მოციქული და მუჰაჯირები, მხარი დაუჭირეს მათ და თავიანთი ქონება გაუყვეს, ასევე მუჰაჯირებისთვის, რომლებმაც ალლაჰის წყალობის და მის კეთილგანწყობის საძიებლად დატოვეს თავიანთი სახლები და ქონება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) ასკეტიზმი ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ და მისი სრულყოფილი მიმართვა საიქიოსკენ.
  2. ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოწოდება თავისი უმმის წევრებისადმი, რომ არ მიეჯაჭვონ ამქვეყნიურ, წარმავალ კეთილდღეობას.
  3. მუჰაჯირებისა და ანსარების მაღალი ღირსების გამოხატულება, რადგან მათ დაიმსახურეს ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება მათთვის მიტევებისა და წყალობის თხოვნით.
  4. მონამ არ უნდა გაიხაროს იმით, რასაც ამქვეყნიდან იღებს, რადგან ის სწრაფად ქრება და სირთულეებითაა სავსე. ნამდვილი დასვენებისა და დარჩენის ადგილი მხოლოდ საიქიოა.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية