1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს

عَنْ أَبِي مُوسَى رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَثَلُ الَّذِي يَذْكُرُ رَبَّهُ وَالَّذِي لاَ يَذْكُرُ رَبَّهُ، مَثَلُ الحَيِّ وَالمَيِّتِ»، ولفظ مسلم: «مَثَلُ الْبَيْتِ الَّذِي يُذْكَرُ اللهُ فِيهِ، وَالْبَيْتِ الَّذِي لَا يُذْكَرُ اللهُ فِيهِ، مَثَلُ الْحَيِّ وَالْمَيِّتِ».

აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ის, ვინც ალლაჰს იხსენებს და ის, ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს», მუსლიმის გადმოცემით: «სახლი, სადაც ალლაჰს ახსენებენ, და სახლი, სადაც ალლაჰს არ ახსენებენ, ჰგავს ცოცხალსა და მიცვალებულს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6407

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა განსხვავება მათ შორის, ვინც უზენაეს ალლაჰს იხსენებს და მათ შორის, ვინც არ იხსენებს. ეს განსხვავება ისეთივეა, როგორიც ცოცხალსა და მკვდარს შორის – მათი სარგებლიანობითა და გარეგნული სილამაზით. ვინც თავის ღმერთს იხსენებს, ჰგავს ცოცხალს, რომლის გარეგნობა სიცოცხლის ნათელითაა შემკული, ხოლო მისი შინაგანი არსი ალლაჰზე ცოდნის ნათელითაა გაბრწყინებული და ის სასარგებლოა. ხოლო ვინც ალლაჰს არ იხსენებს, ჰგავს მკვდარს, რომლის გარეგნობა ფერმკრთალია, მისი შინაგანი არსი ცარიელია და მასში არ არის არანაირი სარგებლიანობა.
ასევე, სახლი ცოცხლად ითვლება, თუ მისი მცხოვრებლები ალლაჰს ახსენებენ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მკვდარ სახლად ითვლება, რადგან მისი მცხოვრებლები ალლაჰის ხსენებაში გულგრილნი არიან. როდესაც სახლის აღწერისას გამოიყენება სიტყვები „ცოცხალი“ და „მკვდარი“, რეალურად იგულისხმებიან მისი მცხოვრებლები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის ხსენების წახალისება და მისი დავიწყებისგან გაფრთხილება.
  2. ალლაჰის ხსენება სულის სიცოცხლეა, ისევე როგორც სული არის სხეულის სიცოცხლე.
  3. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიდგომიდან იყო მაგალითების მოყვანა, რათა მნიშვნელობები ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო და ახლოს მიეტანა მათთან.
  4. ან-ნავავიმ თქვა: «ამაში არის უზენაესი ალლაჰის ხსენების წახალისება სახლში, და რომ ის არ უნდა დარჩეს ალლაჰის ხსენების გარეშე».
  5. ან-ნავავიმ თქვა: «მაში (ჰადისში) აღინიშნება ხანგრძლივი სიცოცხლის ღირსება, როდესაც ის ალლაჰის მორჩილებაში გადის, თუნდაც მიცვალებული უკეთეს მდგომარეობაში გადავიდეს, რადგან ცოცხალი განაგრძობს კეთილ საქმეებს და ამით ზრდის თავის საზღაურს».

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية