عَنْ جَابِرِ بْنِ عَبْدِ اللَّهِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا أَنَّهُ سَمِعَ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، يَقُولُ عَامَ الفَتْحِ وَهُوَ بِمَكَّةَ:
«إِنَّ اللَّهَ وَرَسُولَهُ حَرَّمَ بَيْعَ الخَمْرِ، وَالمَيْتَةِ وَالخِنْزِيرِ وَالأَصْنَامِ»، فَقِيلَ: يَا رَسُولَ اللَّهِ، أَرَأَيْتَ شُحُومَ المَيْتَةِ، فَإِنَّهَا يُطْلَى بِهَا السُّفُنُ، وَيُدْهَنُ بِهَا الجُلُودُ، وَيَسْتَصْبِحُ بِهَا النَّاسُ؟ فَقَالَ: «لاَ، هُوَ حَرَامٌ»، ثُمَّ قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عِنْدَ ذَلِكَ: «قَاتَلَ اللَّهُ اليَهُودَ إِنَّ اللَّهَ لَمَّا حَرَّمَ شُحُومَهَا جَمَلُوهُ، ثُمَّ بَاعُوهُ، فَأَكَلُوا ثَمَنَهُ».

ჯააბირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან მოისმინა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მექქის აღების წელს, მექქაში ყოფნის დროს ამბობდა:
«ალლაჰმა და მისმა მოციქულმა აკრძალეს ღვინის, მკვდარი ცხოველების, ღორისა და კერპების გაყიდვა". მაშინ ჰკითხეს: „ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ მოვიქცეთ მკვდარი ცხოველების ცხიმთან დაკავშირებით? იგი ხომ გამოიყენება გემებების დასაფარად (გემებზე წასასმელად), ტყავის დასაზეთად და სანთლების გასანათებლად?" მან უპასუხა: «არა, ეს აკრძალულია». ​​შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ალლაჰმა დასაჯოს იუდეველები! როდესაც ალლაჰმა მათ ცხიმი აუკრძალა, მათ იგი გაადნეს, გაყიდეს და მიიღე მისგან სარგებელი (ან შეჭამეს მისი სარგებლიდან)».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2236

განმარტება

ჯაბირ იბნ აბდულლაჰმა, დაე კმაყოფილი იყოს მათით ალლაჰი, გადმოსცა, რომ მან მოისმინა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელმაც მექქის დაპყრობის წელს, მექქაში ყოფნის დროს, თქვა: ნამდვილად, ალლაჰმა და მისმა მოციქულმა აკრძალეს ღვინის, მკვდარი ცხოველების, ღორისა და კერპების გაყიდვა. მაშინ ჰკითხეს: ო, ალლაჰის მოციქულო, ნებადართულია თუ არა მკვდარი ცხოველების ცხიმის გაყიდვა? რადგან ის გამოიყენება გემების დასაფარად, ტყავის დასაზეთად და სანთლების გასანათებლად. მან უპასუხა: არა, მისი გაყიდვა აკრძალულია. შემდეგ მოციქულმა თქვა: ალლაჰმა დაღუპოს და დაწყევლოს იუდეველები! როდესაც ალლაჰმა მათ ცხოველთა ცხიმი აუკრძალა, მათ ის გაადნეს, გაყიდეს და შეჭამეს მისგნა მიღებული სარგებელი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «რაც შეეხება მკვდარი ცხოველების ხორცს, ღვინოსა და ღორს, მუსლიმები ერთხმად თანხმდებიან მათი გაყიდვის აკრძალვაზე».
  2. ალ-ყაადიმ თქვა: «ამ ჰადისში აღნიშნულია, რომ ის, რაც არ არის ნებადართული საკვებად ან გამოყენებისთვის, ასევე აკრძალულია გასაყიდად და მისი ფასის მიღება არ არის ნებადართული, როგორც ეს ჰადისში ნახსენები ცხიმთან დაკავშირებით».
  3. იბნ ჰაჯარმა თქვა: «ჰადისის კონტექსტი მიუთითებს უმრავლესობის განმარტების სისწორეზე, რომ სიტყვებით „ის აკრძალულია“ იგულისხმება გაყიდვას და არა გამოყენებას».
  4. ნებისმიერი ხრიკი, რომლის მიზანია აკრძალულის ნებადართულად გამოცხადება, არის უარყოფილი.
  5. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მკვდარი ცხოველების გაყიდვის საერთო აკრძალვა ვრცელდება ასევე ურწმუნოს გვამის გაყიდვაზე, თუ ჩვენ მას მოვკლავთ და ურწმუნოები შესთავაზებენ ფულს ან კომპენსაციას მისი გვამის სანაცვლოდ. ჰადისში ნათქვამია, რომ ნაუფალ იბნ აბდულლაჰ ალ-მახზუმი მუსლიმებმა მოკლეს ხანდაყის ბრძოლის დღეს, და ურწმუნოებმა მისი გვამის სანაცვლოდ მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შესთავაზეს ათი ათასი დირჰამი, მაგრამ მან არ მიიღო ეს (ფული) და გვამი მათ გადასცა».

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو