1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنِ اغْتَسَلَ يَوْمَ الجُمُعَةِ غُسْلَ الجَنَابَةِ ثُمَّ رَاحَ، فَكَأَنَّمَا قَرَّبَ بَدَنَةً، وَمَنْ رَاحَ فِي السَّاعَةِ الثَّانِيَةِ، فَكَأَنَّمَا قَرَّبَ بَقَرَةً، وَمَنْ رَاحَ فِي السَّاعَةِ الثَّالِثَةِ، فَكَأَنَّمَا قَرَّبَ كَبْشًا أَقْرَنَ، وَمَنْ رَاحَ فِي السَّاعَةِ الرَّابِعَةِ، فَكَأَنَّمَا قَرَّبَ دَجَاجَةً، وَمَنْ رَاحَ فِي السَّاعَةِ الخَامِسَةِ، فَكَأَنَّمَا قَرَّبَ بَيْضَةً، فَإِذَا خَرَجَ الإِمَامُ حَضَرَتِ المَلاَئِكَةُ يَسْتَمِعُونَ الذِّكْرَ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯანააბასგან განწმენდისთვის, შემდეგ ადრე გაემართება მეჩეთში ლოცვაზე, ალლაჰისათვის შეწირულ აქლემს წააგავს. ვინც მეორე დროის პერიოდში გაემართება [მზის ამოსვლასა და იმამის გამოსვლას შორის], ის შეწირულ ძროხას წააგავს. ვინც მესამე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ რქიან ყოჩს წააგავს. ვინც მეოთხე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ ქათამს წააგავს. ხოლო ვინც მეხუთე დროის პერიოდში გაემართება, ის შეწირულ კვერცხს წააგავს. ხოლო როდესაც იმამი გამოვა, ანგელოზები დაჯდებიან, რათა მოისმინონ [ალლაჰის ხსენება]».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 881

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს პარასკევის ლოცვაზე ადრე წასვლის მნიშვნელობასა და ღირსებაზე, და პარასკევის ლოცვაზე ადრე წასვლა იწყება მზის ამოსვლისთანავე და გრძელდება იმამის მოსვლამდე; ეს დრო შეადგენს ხუთ საათს და იყოფა ხუთ ნაწილად, მზის ამოსვლიდან იმამის შემოსვლამდე და მისი მემბარზე ასვლამდე ქადაგების დასაწყებად.
პირველი: ვინც გააკეთებს სრულფასოვან განბანვას, როგორც ჯუნუბის განბანვა, შემდეგ კი წავა პარასკევის მეჩეთში პირველ საათში, ეს იქნება ისე, თითქოს მან გაიღო აქლემი სადაყისთვის.
მეორე: ვინც წავა მეორე საათში, ეს იქნება ისე, თითქოს მან გაიღო ძროხა სადაყისთვის.
მესამე: ვინც წავა მესამე საათში, ეს იქნება ისე, თითქოს მან გაიღო ცხვრის რქებიანი მამრი (ყოჩი)სადაყისთვის.
მეოთხე: ვინც წავა მეოთხე საათში, ეს იქნება ისე, თითქოს მან გაიღო ქათამი სადაყისთვის.
მეხუთე: ვინც წავა მეხუთე საათში, ეს იქნება ისე, თითქოს მან გაიღო კვერცხი სადაყისთვის.
როდესაც იმამი გამოდის ქადაგებისთვის, მეჩეთის კარებთან მყოფი ანგელოზები, რომლებიც პირველად შემოსულთა აღრიცხვას აწარმოებენ, წყვეტენ წერას და მოდიან ქადაგების და ზიქრის მოსასმენად.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. პარასკევ დღეს განბანვის შესრულების წახალისება, რომელიც უნდა შესრულდეს ლოცვაზე წასვლამდე.
  2. დღის პირველ საათებში პარასკევის ლოცვაზე ადრე წასვლის დიდი მნიშვნელობა და ღირსება.
  3. კარგი საქმეების შესრულებისკენ სწრაფვის წახალისება.
  4. ანგელოზების მონაწილეობა პარასკევის ლოცვაზე და მათი ქადაგების მოსმენა.
  5. ანგელოზები მეჩეთის კარებთან წერენ ყველა შემსვლელს მათი მოსვლის რიგის მიხედვით, როდესაც ისინი პარასკევის ლოცვაზე მიდიან.
  6. იბნ რაჯაბმა თქვა: «სიტყვები "ვინც პარასკევს სრულ განბანვას (ღუსლს) შეასრულებს, როგორც ეს სრულდება ჯუნუბის განწმენდისთვის, შემდეგ [ადრიანად] გაემართება მეჩეთში ლოცვაზე" - მიუთითებს იმაზე, რომ სრული განბანვა სასურველია შესრულდეს პარასკევს, მზის ამოსვლიდან ლოცვაზე გასვლამდე».

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية