1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«مَنْ تَوَضَّأَ فَأَحْسَنَ الْوُضُوءَ ثُمَّ أَتَى الْجُمُعَةَ فَاسْتَمَعَ وَأَنْصَتَ غُفِرَ لَهُ مَا بَيْنَهُ وَبَيْنَ الْجُمُعَةِ وَزِيَادَةُ ثَلَاثَةِ أَيَّامٍ، وَمَنْ مَسَّ الْحَصَى فَقَدْ لَغَا».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც სრულყოფილად შეასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), შემდეგ გაემართება პარასკევის ლოცვაზე და ყურაღებით, მდუმარედ მოუსმენს [ხუტბას], მას აუცილებლად მიეტევება ცოდვები, რომლებიც ჩაუდენია ამ პარასკევსა და წინა პარასკევს შორის, და დამატებით სამი დღის ცოდვები. ხოლო ვინც (უმიზეზოდ მეჩეთში) ეხება კენჭებს, თითქოსდა ფუჭად დაილაპარაკა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 857

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნობს, რომ ვინც განბანვას შეასრულებს სრულყოფილად, შეასრულებს მის სავალდებულო ნაწილებს, სუნნებსა და ადაბებს, შემდეგ წავა პარასკევის ლოცვაზე, მოუსმენს და ყურადღებით იქნება ქადაგებისას და თავს აარიდებს ამაო საუბრებს, ალლაჰი მას მიუტევებს მცირედ ცოდვებს ათი დღის განმავლობაში: ერთი პარასკევის ლოცვიდან მეორე პარასკევის ლოცვამდე, დამატებით კიდევ სამი დღე, რადგან ერთი კეთილი საქმე ათჯერადაა ანაზღაურებული. შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა, რომ არ უნდა დაკარგოს ადამიანმა კონცენტრაცია ხუტბაში მოცემული დარიგებების მიმართ და თავი უნდა შეიკავოს უქმად მოძრაობებისგან ხუტბის დროს, მაგალითად, მიწაზე კენჭების შეხებისგან ან სხვა ისეთ ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღებას აკარგვინებს და უაზროა. მან თქვა, რომ ვინც ასე იქცევა, ფუჭად ლაპარაკობს, ხოლო ვინც ფუჭად ლაპარაკობს, მას არ ეძლევა სრულფასოვანი ჯილდო პარასკევის ლოცვისთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წახალისება განბანვის სრულყოფილად შესრულებისა და პარასკევის ლოცვის დაცვაზე.
  2. პარასკევის ლოცვის ღირსება.
  3. პარასკევის ქადაგებისადმი ყურადღების მიქცევის აუცილებლობა და მისგან ყურადღების არ გაფანტვა საუბრის ან სხვა საქმეების მეშვეობით.
  4. ვინც ქადაგების დროს ამაო ქმედებას ჩაიდენს, მისი პარასკევის ლოცვა ჩაითვლება ვალდებულების მოხსნად, თუმცა ჯილდო შემცირდება.

თარგმნების ჩვენება

53 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية