1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«نِعْمَتَانِ مَغْبُونٌ فِيهِمَا كَثِيرٌ مِنَ النَّاسِ: الصِّحَّةُ وَالفَرَاغُ».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ორი წყალობაა, რომელსაც ადამიანები სათანადოდ არ აფასებენ: ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6412

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნო ალლაჰის წყალობათაგან ორ დიდ წყალობაზე, რომელსაც აძლევს ადამიანს, ადამიანთა უმრავლესობა კი წაგებულია მათი გამოყენების დროს, რადგანაც მათ ფლანგავს არა საჭირო ადგილას; როდესაც ადამიანში თავმოყრილია ორი წყალობა ჯანმრთელობა და მასთან ერთად თავისუფალი დრო, და ამ დროს მასში ჭარბობს სიზარმაცე და თავს ანებებს ღმერთის მორჩილებას, ის არის წაგებული; ასეთია ადამიანთა უმრავლესობის მდომარეობა, ხოლო თუ გამოიყენებს მის თავისუფალ დროს და ჯანმრთელობას ალლაჰის მორჩილებაში, ის არის მოგებული; რადგანაც ამქვეყნად ხდება იმ ქვეყნის მომკობა, ამქვეყნად არსებობს ვაჭრობა, რომლის შედეგიც იმქვეყნად ვლინდება, თავისუფალ დროს მოსდევს დაკავება, ჯანმრთელობას მოსდევს ავადმყოფობა, თუნდაც მხოლოდ სიბერე იყოს, ისიც საკმარისია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რელიგიური ვალდებულებებით დაკავებული ადამიანი ვაჭრის მსგავსია, ხოლო ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო კაპიტალს ჰგავს: ვინც თავის კაპიტალს საუკეთესოდ გამოიყენებს, ის სარგებელს მოიპოვებს და მოგებაში დარჩება, ხოლო ვინც მას ფუჭად დახარჯავს, ის ზარალში აღმოჩნდება და ინანებს.
  2. იბნ ალ-ხააზინმა თქვა: «წყალობა არის ის, რითაც ადამიანი ტკბება და რაც სიამოვნებას ანიჭებს. ხოლო სიტყვა "ღაბნ" აღნიშნავს იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანი რაღაცას ყიდულობს ზედმეტად ძვირად, ან, პირიქით, ყიდის იაფად, ჩვეულებრივ ფასზე დაბალ ფასად. შესაბამისად, თუ ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელი სხეული აქვს და უამრავი საქმით არ არის გადატვირთული, მაინც არ ცდილობს საიქიოში ბარაქიანი ცხოვრება უზრუნველყოს, მაშინ ის ჰგავს მას, ვინც ვაჭრობაში მოტყუებულ იქნა».
  3. მოწოდება ჯანმრთელობისა და თავისუფალი დროის ალლაჰთან დაახლოებისთვის გამოყენებისკენ და კეთილი საქმეების აღსრულებისკენ, სანამ დრო არ გაგვისწრებს და შესაძლებლობა არ დაიკარგება.
  4. ალლაჰის წყალობაზე მადლობის გადახდა იქნება მის გამოყენებით უზენაესი ალლაჰის მორჩილებაში.
  5. ალ-ყაადიმ და აბუ ბაქრ ალ-'არაბიმ თქვეს: «აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმათთან დაკავშირებით თუ რა არის ალლაჰის ყველაზე დიდი წყალობა, რომელიც თავის მსახურს უწყალობა: ითქვა რომ: რწმენა, ასევე ითქვა: სიცოცხლე. ასევე ითქვა: ჯანმრთელობა. ყველაზე სწორი მოსაზრება არის პირველი, რადგან ეს არის აბსოლუტური წყალობა, მაშინ როდესაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა მხოლოდ ამქვეყნიური წყალობაა და ნამდვილი წყალობა ხდება მხოლოდ რწმენასთან ერთად. სწორედ აქ აღმოჩნდებიან ბევრი ადამიანი მოტყუებულნი და გაცდენილნი, რაც მათთვის სარგებლის დაკარგვას ან შემცირებას იწვევს. ვინც მიჰყვება თავის ნაფსს (სურვილებს), რომელიც მოუწოდებს ბოროტისკენ და დასვენებისკენ, რის შედეგადაც ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს არღვევს და მუდმივ მორჩილებას ტოვებს, ის მოტყუებულთა რიგში აღმოჩნდება. იგივე ეხება იმასაც, ვისაც თავისუფალი დრო აქვს, რადგან დაკავებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამართლებული მიზეზი, განსხვავებით თავისუფლისგან, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს, და მის წინააღმდეგ არგუმენტი (ჰუჯჯა) დგება».

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية