1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, თქვენს ღმერთს მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია, რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც მისი მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას

عَنْ سَلْمَانَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ رَبَّكُمْ حَيِيٌّ كَرِيمٌ، يَسْتَحْيِي مِنْ عَبْدِهِ إِذَا رَفَعَ يَدَيْهِ إِلَيْهِ أَنْ يَرُدَّهُمَا صِفْرًا».

გადმოცემულია სალმანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, თქვენს ღმერთს მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია, რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც მისი მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას».

კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ სუნან აბი დაუდ - 1488

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდებდა მუსლიმებს, ვედრების დროს ხელები აეწიათ და აცნობებდა, რომ ყოვლადმაღალი ალლაჰი არის ძალზე მორიდებული და უწყვეტად ანიჭებს წყალობას თავის მორჩილებს, ახარებს მათ და იკავებს თავს იმისგან, რაც მათ ვნებს. ის არის უხვად მომცემი, რომელიც წყალობას ანიჭებს მაშინაც კი, როცა არ სთხოვენ, და მით უმეტეს, როცა სთხოვენ! ალლაჰი მორიდებულია და არ ტოვებს ხელცარიელს თავის მორჩილს, რომელიც ლოცვაში ხელებს მისკენ აღაპყრობს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანი რაც უფრო მეტად წარმოაჩენს თავის დამოკიდებულებას და თაყვანისცემას უზენაესი ალლაჰის მიმართ, მით უფრო მეტი ალბათობაა და ახლოსაა პასუხის მიღებასთან.
  2. მოწოდება ალლაჰის მიმართ ლოცვით მიმართვისკენ, ხელების აღპყრობის სასურველობა ლოცვის დროს და ის, რომ ეს ხელს უწყობს ვედრების მიღებას.
  3. ალლაჰის უსაზღვრო გულოხვობა და მოწყალება თავისი მსახურების მიმართ.

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية