1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში

عَنْ عَبْدُ اللَّهِ بْنُ سَلَامٍ رضي الله عنه قَالَ: لَمَّا قَدِمَ النَّبِيُّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ الْمَدِينَةَ انْجَفَلَ النَّاسُ قِبَلَهُ، وَقِيلَ: قَدِمَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَدِمَ رَسُولُ اللَّهِ، قَدِمَ رَسُولُ اللَّهِ، ثَلَاثًا، فَجِئْتُ فِي النَّاسِ لِأَنْظُرَ، فَلَمَّا تَبَيَّنْتُ وَجْهَهُ، عَرَفْتُ أَنَّ وَجْهَهُ لَيْسَ بِوَجْهِ كَذَّابٍ، فَكَانَ أَوَّلُ شَيْءٍ سَمِعْتُهُ تَكَلَّمَ بِهِ أَنْ قَالَ:
«يَا أَيُّهَا النَّاسُ، أَفْشُوا السَّلَامَ، وَأَطْعِمُوا الطَّعَامَ، وَصِلُوا الْأَرْحَامَ، وَصَلُّوا بِاللَّيْلِ وَالنَّاسُ نِيَامٌ، تَدْخُلُوا الْجَنَّةَ بِسَلَامٍ».

აბდულლაჰ იბნ სალაამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობს: "როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა მედინაში, ხალხი მის შესახვედრად დაიძრა. ამბობდნენ: შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა, შუამავალი მოვიდა (სამჯერ). მეც ხალხთან ერთად წავედი, რომ მენახა იგი. როდესაც მის სახეს დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე. და პირველი, რაც მისი მხრიდან მოვისმინე, იყო მისი სიტყვები:
«ჰეი თქვენ ადამიანნო, გაავრცელეთ სალამი, დააპურეთ მშიერები, შეინარჩუნეთ ნათესაური კავშირები და ილოცეთ ღამით, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული. ამით მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან იბნ მააჯაჰ - 3251

განმარტება

როდესაც ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა მედინაში, ხალხმა სწრაფად მიაშურა მას. მათ შორის იყო აბდულლაჰ იბნ სალაამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც ებრაელი იყო. როდესაც მან შეხედა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ‘აბდულლაჰი მიხვდა, რომ მისი სახე ვერ იქნებოდა მატყუარას სახე, რადგან იგი ანათებდა სინათლით, სილამაზით და ჭეშმარიტი კეთილშობილებით. პირველი, რაც აბდულლაჰ იბნ სალამმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოისმინა, იყო მოწოდება საქმეებისკენ, რომლებიც სამოთხეში შესვლის მიზეზი ხდება.
პირველი: ისლამური მისალმების გავრცელება, მისი გამოჩენა და გამრავლება როგორც იმათთვის, ვისაც იცნობ, ასევე იმათთვის, ვისაც არ იცნობ.
მეორე: საკვების მიცემა სადაყით, საჩუქრის ან სტუმართმასპინძლობის სახით.
მესამე: ნათესაური კავშირების შენარჩუნება იმ ადამიანებთან, ვისთანაც მამის ან დედის მხრით გაქვს ნათესაობა.
მეოთხე: ღამის ნებაყოფლობითი ლოცვის შესრულება, როდესაც ხალხი ძილსაა მიცემული.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია მუსლიმებს შორის ისლამური სალამის გავრცელება. რაც შეეხება არამუსლიმებს, ჩვენ არ უნდა მივესალმოთ მათ ისლამური სალამით პირველებმა. თუმცა, თუ მათგან ვინმე გვეტყვის: „მშვიდობა თქვენ (ას-სალამუ ალეიქუმ)“, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ: „და თქვენთც (ვა ალეიქუმ)“.

თარგმნების ჩვენება

52 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية