1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი

عَنْ عُقْبَةَ بْنِ عَامِرٍ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إِيَّاكُمْ وَالدُّخُولَ عَلَى النِّسَاءِ» فَقَالَ رَجُلٌ مِنَ الأَنْصَارِ: يَا رَسُولَ اللَّهِ، أَفَرَأَيْتَ الحَمْوَ؟ قَالَ: «الحَمْوُ المَوْتُ».

გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან( ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ერიდეთ ქალებთან შესვლას», — მაშინ ანსარიდან ერთმა თქვა: ო ალლაჰის მოციქულო, რას იტყოდით ქმრის ნათესავებთან დაკავშირებით ?" მოციქულმა უპასუხა: «ქმრის ნათესავი — ეს არის სიკვდილი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5232

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა უცხო ქალებთან შერევის შესახებ და თქვა: თავი დაიცავით იმისგან, რომ ქალებთან მარტო შეხვიდეთ, და ასევე ქალებმა თავი აარიდონ თქვენთან მარტო შემოსვლას.
ანსარებიდან ერთმა კაცმა ჰკითხა: რა ვქნათ ქმრის ნათესავებთან; როგორებიც არიან მისი ძმა, ძმისშვილი, ბიძა, ბიძაშვილის შვილი, დისშვილი და სხვები, რომლებიც ქალისთვის დასაშვები იქნებოდნენ ქორწინებისთვის, თუ იგი გათხოვილი არ იქნებოდა?
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «გაფრთხილდით მათგან ისე, როგორც სიკვდილისგან!» ეს იმიტომ, რომ ქმრის ნათესავებთან (როგორც მაგალითად, ძმა ან ბიძაშვილი) განმარტოება იწვევს ცდუნებასა და რელიგიურ განადგურებას, ქმრის ნათესავები, რომლებიც არ არიან მისი მამა ან შვილები, უფრო მეტად უნდა აირიდოს ქალმა, ვიდრე სრულიად უცხო მამაკაცები, რადგან ქმრის ნათესავთან განმარტოება უფრო ხშირია და მასთან დაკავშირებული ბოროტება უფრო მოსალოდნელია, ვიდრე უცხოსთან. ეს ცდუნება კიდევ უფრო შესაძლებელია, რადგან ქმრის ნათესავებს უფრო მარტივად შეუძლიათ ქალთან ურთიერთობის დამყარება და განმარტოება საზოგადოების უკმაყოფილების გარეშე, ასევე მათი თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მათთან გარკვეული ურთიერთობა აუცილებელია და ხშირად საზოგადოებაში ეს ნორმად ითვლება, ამიტომ, ქმრის ნათესავთან განმარტოება ჰგავს სიკვდილს სირთულითა და ბოროტებით, რაც შეეხება სრულიად უცხო მამაკაცს, მასთან ფრთხილად ყოფნა უკვე ისედაც გასაგებია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება უცხო ქალებთან მარტო შესვლისა და განმარტოების წინააღმდეგ მიზნად ისახავს აღვირახსნილობის ჩადენის მიზეზების თავიდან აცილებას.
  2. ეს წესი ზოგადია და ვრცელდება ქმრის ძმაზე და მის ნათესავებზე, რომლებიც ქალისთვის მაჰრამები არ არიან. ამასთან, უნდა გაითვალისწინოს, რომ შესვლა გულისხმობს განმარტოების შესაძლებლობას.
  3. ზოგადად, ცდუნებისა და შეცდომის მიზეზებისგან თავის არიდება აუცილებელია, რათა ბოროტებაში ჩავარდნის რისკი აიცილოს.
  4. ან-ნავავიმ თქვა: "ენის სწავლულები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ "ალ-ჰამუუ"-გულისხმობს ქალის ქმრის ნათესავებს, როგორიცაა მისი მამა, ბიძა, ძმა, ძმისშვილი, ბიძაშვილი და სხვა, "ალ-ახთაან" - ნიშნავს მამაკაცის ცოლის ნათესავებს, ხოლო ალ-"ასჰაარ" მოიცავს ორივე ტიპს".
  5. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმრის ნათესავთან განმარტოება (ალ-ჰამუ) სიკვდილს შეადარა. იბნ ჰაჯარი განმარტავს: "არაბები არასასურველ მოვლენას ხშირად სიკვდილთან აიგივებენ, შედარების არსი შემდეგში მდგომარეობს: ეს არის რელიგიის სიკვდილი, თუ ცოდვა მოხდება, განმარტოებული მამაკაცის სიკვდილი, თუ ცოდვა ჩაიდინა და მასზე ქვებით ჩაქოლვა დაწესდება, ქალის განადგურება, თუ ქმრის ეჭვიანობა მას განქორწინებამდე მიიყვანს".

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية