عَنْ أَبِي سَعِيدٍ الخُدْرِيَّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ -وَكَانَ غَزَا مَعَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ ثِنْتَيْ عَشْرَةَ غَزْوَةً- قَالَ: سَمِعْتُ أَرْبَعًا مِنَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَأَعْجَبْنَنِي، قَالَ:
«لاَ تُسَافِرِ المَرْأَةُ مَسِيرَةَ يَوْمَيْنِ إِلَّا وَمَعَهَا زَوْجُهَا أَوْ ذُو مَحْرَمٍ، وَلاَ صَوْمَ فِي يَوْمَيْنِ: الفِطْرِ وَالأَضْحَى، وَلاَ صَلاَةَ بَعْدَ الصُّبْحِ حَتَّى تَطْلُعَ الشَّمْسُ، وَلاَ بَعْدَ العَصْرِ حَتَّى تَغْرُبَ، وَلاَ تُشَدُّ الرِّحَالُ إِلَّا إِلَى ثَلاَثَةِ مَسَاجِدَ: مَسْجِدِ الحَرَامِ، وَمَسْجِدِ الأَقْصَى، وَمَسْجِدِي هَذَا».

აბუ საიდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელიც მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად თორმეტ ბრძოლაში მონაწილეობდა, ამბობს: "მოციქულისგან ოთხი რამ მოვისმინე, რაც ძალიან მომეწონა". შემდეგ თქვა:
«არ გაემგზავროს ქალი ორდღიან გზაზე, თუ მასთან ერთად არ არის ქმარი ან მაჰრამი; არ არის ნებადართული მარხვა ორ დღეს: ფიტრის და ყურბანის; არ არის ლოცვა დილის (ფაჯრ) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ამოვა, და არც ნაშუადღევის (ასრი) ლოცვის შემდეგ, ვიდრე მზე არ ჩავა; და არ არის მოგზაურობა, გარდა სამი მეჩეთისკენ: ალ-ჰარამის მეჩეთი, ალ-აქსას მეჩეთი და ეს ჩემი მეჩეთი».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1995

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ოთხი რამ:
პირველი: ქალისათვის აკრძალულია ორდღიანი გზით მოგზაურობა ქმრის ან მაჰრამი პირის გარეშე. მაჰრამი არის ახლო ნათესავი, რომელთანაც ქორწინება სამუდამოდ აკრძალულია, როგორიცაა შვილი, მამა, ძმისშვილი, დისშვილი, ბიძა, დედის ძმა და მსგავსი პირები.
მეორე: აკრძალულია მარხვა ფითრის (ურაზა ბაირამის) დღეს და ყურბან ბაირამის დღეს. ეს აკრძალვა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც მუსლიმი აპირებს აღთქმის მარხვას, სუნას ან სისხლის სანაცვლო მარხვის (ქაფარა) მიზნით.
მესამე: აკრძალულია სუნნათ ლოცვის შესრულება ასრის შემდეგ, სანამ მზე ჩავა, და ფაჯრის შემდეგ, სანამ მზე ამოვა.
მეოთხე: აკრძალულია მოგზაურობა რაიმე კონკრეტულ ადგილას იმ რწმენით, რომ მას განსაკუთრებული უპირატესობა აქვს და რომ იქ კეთილი საქმეების საზღაური გაორმაგდება, გარდა სამი მეჩეთისა. მათ გარდა სხვა მეჩეთებში ლოცვის მიზნით მგზავრობა არ დაიშვება, რადგან საზღაური მხოლოდ ამ სამ მეჩეთში მრავლდება: ალ-ჰარამი (მექქაში), შუამავლის მეჩეთი (მედინაში), ალ-აქსას მეჩეთი (იერუსალიმში).

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ქალისთვის მაჰრამის გარეშე მოგზაურობა დაუშვებელია.
  2. ქალი ქალისთვის მაჰრამი არ არის მოგზაურობისას, რადგან ჰადისში ნათქვამია: "ქმარი ან მაჰრამი".
  3. ყველაფერი, რასაც მოგზაურობა ეწოდება, აკრძალულია ქალისთვის ქმრის ან მაჰრამის გარეშე. ეს ჰადისი შეესაბამებოდა მკითხველის მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  4. ქალის მაჰრამი არის ქმარი ან ის პირი, ვისთანაც ქორწინება სამუდამოდ აკრძალულია. ეს აკრძალვა შეიძლება იყოს: ნათესაური კავშირით – მაგალითად, მამა, შვილი, ბიძა, დედის ძმა; ძუძუთი კვების გამო – როგორიცაა ძუძუთი მამა ან ძუძუთი ბიძა; ქორწინების კავშირით – როგორიცაა ქმრის მამა. მაჰრამი უნდა იყოს მუსლიმი, სრულწლოვანი, გონიერი, სანდო და პატიოსანი. მაჰრამის მიზანია ქალის დაცვა, მოვლა და მისი საქმეების უზრუნველყოფა.
  5. ისლამური შარიათი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალზე ზრუნვას, დაცვასა და ღირსებას.
  6. ფაჯრისა და ასრის ნამაზის შემდეგ საერთო სუნათ ლოცვების შესრულება არასწორია. თუმცა, გამონაკლისია გამოტოვებული სავალდებულო ლოცვების ანაზღაურება და კონკრეტული მიზეზით შესრულებული ლოცვები, როგორიცაა მეჩეთის მისალმება და სხვა მსგავსი.
  7. აკრძალულია ლოცვის შესრულება მზის ამოსვლისთანავე. საჭიროა ლოდინი, სანამ მზე ჯოხის სიმაღლეზე აიწევს, რაც დაახლოებით 10-დან 15 წუთამდე პერიოდს შეადგენს.
  8. ასრის დრო გრძელდება მზის ჩასვლამდე.
  9. ამის საფუძველზე დასაშვებია მოგზაურობა სამი მეჩეთისკენ:
  10. სამი მეჩეთის უპირატესობა და მათი განსხვავება სხვა მეჩეთებთან შედარებით.
  11. დაუშვებელია მოგზაურობა საფლავების მოსანახულებლად, თუნდაც ეს იყოს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საფლავი. თუმცა, ნებადართულია მისი საფლავის მონახულება იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე იმყოფება მედინაში ან ჩადის იქ ნებადართული მიზნისთვის, რომელიც შარიათის მიხედვით დასაშვებია.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية