1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«أَلْحِقُوا الفَرَائِضَ بِأَهْلِهَا، فَمَا بَقِيَ فَلِأَوْلَى رَجُلٍ ذَكَرٍ».

გადმოსცემს იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6737

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უბრძანებს იმათ, ვინც მემკვიდრეობის განაწილებას ახორციელებს, რომ ის გაანაწილონ სამართლიანად და შარიათის მიხედვით, ისე როგორც ისურვა უზენაესმა ალლაჰმა. დადგენილი წილების მქონე მემკვიდრეებს უნდა მიეცეთ თავიანთი წილები, როგორც ალლაჰის წიგნშია აღნიშნული — ორი მესამედი, ერთი მესამედი, ერთი მეექვსედი, ნახევარი, ერთი მეოთხედი და ერთი მერვედი. ხოლო რაც ამის შემდეგ დარჩება, გადაეცემა გარდაცვლილის ყველაზე ახლო ნათესავს მამაკაცთაგან, რომლებიც "ასაბად" იწოდებიან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი საფუძველია მემკვიდრეობის განაწილების საკითხში.
  2. მემკვიდრეობის განაწილება იწყება მათით, ვისაც შარიათით დადგენილი წილები ეკუთვნის.
  3. ის, რაც რჩება დადგენილი წილების განაწილების შემდეგ, ეკუთვნის "ასაბას" (გარდაცვლილის ყველაზე ახლო ნათესავებს მამაკაცთაგან).
  4. უპირატესობა ენიჭება ყველაზე ახლო ნათესავს: შორეული ასაბა, მაგალითად ბიძა, ვერ იქნება მემკვიდრე, თუ არსებობს უფრო ახლო ასაბა, როგორიცაა მამა.
  5. თუ დადგენილი წილები მთლიანად მოიცავს მემკვიდრეობას და აღარაფერია დარჩენილი, მაშინ "ასაბას" (მამაკაც ნათესავ მემკვიდრეებს) აღარ რჩებათ წილი.

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
SQ Shqip ალბანური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
KMR Kurmancî الكرمنجية