1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤمنينَ رضي الله عنها قَالَتْ:
دَخَلَ عَلَيَّ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، وَقَدْ سَتَرْتُ سَهْوَةً لِي بِقِرَامٍ فِيهِ تَمَاثِيلُ، فَلَمَّا رَآهُ هَتَكَهُ وَتَلَوَّنَ وَجْهُهُ وَقَالَ: «يَا عَائِشَةُ، أَشَدُّ النَّاسِ عَذَابًا عِنْدَ اللهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ الَّذِينَ يُضَاهُونَ بِخَلْقِ اللهِ» قَالَتْ عَائِشَةُ: «فَقَطَعْنَاهُ فَجَعَلْنَا مِنْهُ وِسَادَةً أَوْ وِسَادَتَيْنِ».

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემოვიდა ჩემთან, და მე გადავაფარე ჩემს სათავსოს ფარდა, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებების გამოსახულებები. როცა მან ეს დაინახა, ფარდა თავისი ხელით ჩამოხსნა, სახე შეიცვალა და თქვა: «ო, აიშა! განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრად დაისჯებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ შექმნან მსგავსი ალლაჰის ქმნილებისა». აიშა ამბობს: «ჩვენ ის გავჭერით და მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2107

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ შევიდა აიშას (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) სახლში და აღმოაჩინა, რომ ის პატარა სათავსოს გადასაფარებლად იყენებდა ქსოვილს, რომელზეც გამოსახული იყო ცოცხალი არსებები. მოციქულის სახე შეიცვალა რისხვისგან და მან თქვა: განკითხვის დღეს ყველაზე მკაცრ სასჯელს დაექვემდებარებიან ისინი, ვინც ცდილობენ შექმნან ალლაჰის ქმნილების მსგავსი ქმნილება. აიშა ამბობს: „ჩვენ მისგან ერთი ან ორი ბალიში გავაკეთეთ.“

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დაუყოვნებელი და დროული კრიტიკა იმ ქმედებებისა, რომლებიც რელიგიაში გაკიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო ცუდი შედეგები.
  2. განკითხვის დღეს სასჯელი განსხვავებული იქნება ჩადენილი ცოდვების მიხედვით.
  3. ცოცხალი არსებების გამოსახვა მძიმე ცოდვად ითვლება.
  4. ცოცხალი არსებების გამოსახვის აკრძალვის მიზანი არის ის, რომ ავაცილოთ უზენაეს ალლაჰზე შექმნაში მიბაძვა, მიუხედავად იმისა, ისწრაფვის ადამიანი მსგავსი მიბაძვისკენ თუ არა.
  5. შარიათის მიზანი არის ქონების დაცვა მისი სასარგებლო გამოყენების გზით, ამავდროულად აკრძალულის თავიდან აცილებით.
  6. ცოცხალი არსებების გამოსახვის შექმნა აკრძალულია ნებისმიერი გზით, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეს გამოსახულებები შეიძლება დაზიანდეს ან ფეხქვეშ გაითელოს.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية