1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ

عَنْ عَبْدِ اللهِ بنِ مَسْعُودٍ رضي الله عنه قال:
سَأَلْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: أَيُّ الذَّنْبِ أَعْظَمُ عِنْدَ اللهِ؟ قَالَ: «أَنْ تَجْعَلَ لِلهِ نِدًّا وَهُوَ خَلَقَكَ» قُلْتُ: إِنَّ ذَلِكَ لَعَظِيمٌ، قُلْتُ: ثُمَّ أَيُّ؟ قَالَ: «وَأَنْ تَقْتُلَ وَلَدَكَ؛ تَخَافُ أَنْ يَطْعَمَ مَعَكَ» قُلْتُ: ثُمَّ أَيُّ؟ قَالَ: «أَنْ تُزَانِيَ حَلِيلَةَ جَارِكَ».

გადმოცემულია აბულლაჰ ბინ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
შევეკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელია ყველაზე დიდი ცოდვა ალლაჰის წინაშე? მან თქვა: «დაუდგინო ალლაჰს მოზიარე, როდესაც მან გაგაჩინა შენ». მე ვთქვი: ჭეშმარიტად, ეს დიდი ცოდვაა, შემდეგ ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «საკუთარი შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ ის შენთან ერთად დაიწყებს ჭამას», ვკითხე: შემდეგ რომელი? თქვა: «მრუშობა მეზობლის ქალთან».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4477

განმარტება

შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყველაზე დიდი ცოდვის შესახებ ჰკითხეს და მან თქვა: ყველაზე მძიმე მათგან არის დიდი შირქი — როდესაც ალლაჰს უტოლებ ან მის მსგავსს მიაწერ ღმერთობაში, მმართველობაში, მის სახელებსა და თვისებებში. ამ ცოდვას უზენაესი ალლაჰი არ შეუნდობს, გარდა მონანიების გზით. თუ ადამიანი მოკვდება შირქში მონანიების გარეშე, ის სამუდამოდ დარჩება ჯოჯოხეთში. შემდეგ ადამიანის მიერ შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ მასთან ერთად შეჭამს. სულიერის მოკვლა აკრძალულია, მაგრამ ცოდვა უფრო დიდია იმ შემთხვევაში, თუ მოკლული იქნება მკვლელის ოჯახის წევრი, და უფრო მეტად იზრდება ცოდვა მაშინ, როცა მკვლელის განზრახვა იყო იმის შიში, რომ მოკლული მას ალლაჰის მიერ ბოძებულ სარჩოში შეეზიარებოდა. შემდეგ კაცი, რომელიც იმრუშებს მეზობლის ცოლთან, ცდილობს მოატყუოს მეზობლის ცოლი, რათა დაიმორჩილოს და იმრუშოს მასთან. მრუშობა აკრძალულია, მაგრამ მისი ცოდვა უფრო დიდია, როცა ეს მოხდება მეზობლის ცოლთან, რომელზეც შარიათმა მოგვიწოდა კეთილად მოპყრობა, სიკეთე და კარგი ურთიერთობა მის მიმართ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ცოდვები განსხვავდება სიმძიმის მიხედვით, ისევე როგორც კეთილი საქმეები განსხვავდება მათი ღირსების მიხედვით.
  2. ყველაზე დიდი ცოდვაა: უზენაეს ალლაჰზე შირქის (მოზიარე) გაკეთება, შემდეგ შვილის მოკვლა იმის შიშით, რომ შენთან ერთად შეჭამს, შემდეგ მრუშობა მეზობლის ქალთან.
  3. სარჩო ალლაჰის ხელშია, და მან, წმინდა და დიადმა, საკუთარ თავზე აიღო თავისი ქმნილებების სარჩოთი უზრუნველყოფა.
  4. მეზობლის უფლებების სიდიადე. და რომ მისთვის ზიანის მიყენება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე სხვა ვინმესთვის.
  5. მხოლოდ შემოქმედია ღირსი თაყვანისცემისა, და მას არ ჰყავს თანაზიარები.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية