1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ

عَنْ زَيْدِ بْنِ خَالِدٍ الجُهَنِيِّ رضي الله عنه أَنَّهُ قَالَ:
صَلَّى لَنَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَلَاةَ الصُّبْحِ بِالْحُدَيْبِيَةِ عَلَى إِثْرِ سَمَاءٍ كَانَتْ مِنَ اللَّيْلَةِ، فَلَمَّا انْصَرَفَ أَقْبَلَ عَلَى النَّاسِ، فَقَالَ: «هَلْ تَدْرُونَ مَاذَا قَالَ رَبُّكُمْ؟» قَالُوا: اللهُ وَرَسُولُهُ أَعْلَمُ، قَالَ: «أَصْبَحَ مِنْ عِبَادِي مُؤْمِنٌ بِي وَكَافِرٌ، فَأَمَّا مَنْ قَالَ: مُطِرْنَا بِفَضْلِ اللهِ وَرَحْمَتِهِ، فَذَلِكَ مُؤْمِنٌ بِي وَكَافِرٌ بِالْكَوْكَبِ، وَأَمَّا مَنْ قَالَ: بِنَوْءِ كَذَا وَكَذَا، فَذَلِكَ كَافِرٌ بِي وَمُؤْمِنٌ بِالْكَوْكَبِ».

გადმოცემულია ზაიდ იბნ ხაალიდ ალ-ჯუჰანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ჰუდაიბიაში ღამით მოსული წვიმის შემდეგ. ლოცვის დასრულებისას მიმართა ხალხს და ჰკითხა: «იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ. ვინც თქვა: 'ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა', ის ჩემდამი მორწმუნეა და უარყოფს ვარსკვლავებს. ხოლო ვინც თქვა: 'წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით', ის არის ურწმუნო ჩემს მიმართ და მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 846

განმარტება

დილის ლოცვა ილოცა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰუდაიბიაში - სოფელი, რომელიც მაქქასთან ახლოს მდებარეობს,- იმ ღამეს მოსული წვიმის შემდეგ, ლოცვის დასრულებისას მობრუნდა ხალხისკენ და ჰკითხა მათ: "იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა დიდებულმა და ყოვლისშემძლემ?" უპასუხეს: ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: უზენაესმა ალლაჰმა განმარტა, რომ წვიმის მოსვლისას ხალხი ორ ნაწილად იყოფა: ერთი ნაწილი მორწმუნეა უზენაესი ალლაჰის მიმართ, ხოლო მეორე - ურწმუნოა უზენაესი ალლაჰის მიმართ. ხოლო ვინც თქვა: "ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა" და წვიმის მოსვლა უზენაეს ალლაჰს მიაწერა, ის არის ალლაჰის მორწმუნე, როგორც შემოქმედისა და სამყაროს მმართველის, და ვარსკვლავების მიმართ ურწმუნო. ხოლო ვინც თქვა: "ჩვენ ამა და ამ ვარსკვლავის გავლენით წვიმა მოგვივიდა," ის არის ალლაჰის ურწმუნო და მორწმუნე ვარსკვლავების, რაც პატარა ურწმუნოებაა, რადგან წვიმის მოსვლა ვარსკვლავებს მიაწერა, მაშინ როცა ალლაჰმა ეს არც შარიათის და არც ბედისწერის მიზეზად არ დაადგინა, ხოლო ვინც წვიმის ან სხვა მიწიერი მოვლენების წარმოშობას ვარსკვლავების ამოსვლასა და მოწყვეტას მიაწერს და სჯერა, რომ ისინი ნამდვილი მოქმედი მიზეზებია, ის არის დიდი ურწმუნო, დიდი ურწმუნოებით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. წვიმის ჩამოსვლის შემდეგ სასურველია ითქვას: "ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა". (მუტირნა ბიფადლი-ლლაჰი, ვა რაჰმათიჰი)
  2. ვინც წვიმის ჩამოსვლისა და სხვა სიკეთეების წარმოშობას და შექმნას ვარსკვლავებს მიაწერს, ის არის ურწმუნო დიდი ურწმუნოებიდან. ხოლო ვინც ამას მხოლოდ მიზეზად მიიჩნევს, ის არის პატარა ურწმუნოება, რადგან ვარსკვლავები არც შარიათული და არც გრძნობადი მიზეზი არ არის.
  3. წყალობა (ნი'მა) შეიძლება გახდეს ურწმუნოების მიზეზი, თუ ადამიანი უმადურობას გამოავლენს მის მიმართ, ასევე შეიძლება გახდეს რწმენის მიზეზი, თუ მადლიერებას გამოხატავს.
  4. აკრძალულია თქმა: "წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით," თუნდაც მხოლოდ დროის მითითება იყოს ნაგულისხმევი, რათა თავიდან აიცილოს ალლაჰთან თანაზიარი.
  5. სავალდებულოა, რომ გული უზენაეს ალლაჰზე იყოს მიჯაჭვული, რათა წყალობა მოიპოვოს და უბედურება თავიდან აიცილოს.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو