1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი

عَنِ ‌ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللهُ عَنْهُمَا:
أَنَّ نَاسًا مِنْ أَهْلِ الشِّرْكِ، كَانُوا قَدْ قَتَلُوا وَأَكْثَرُوا، وَزَنَوْا وَأَكْثَرُوا، فَأَتَوْا مُحَمَّدًا صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فَقَالُوا: إِنَّ الَّذِي تَقُولُ وَتَدْعُو إِلَيْهِ لَحَسَنٌ، لَوْ تُخْبِرُنَا أَنَّ لِمَا عَمِلْنَا كَفَّارَةً، فَنَزَلَ {وَالَّذِينَ لا يَدْعُونَ مَعَ اللهِ إِلَهًا آخَرَ وَلا يَقْتُلُونَ النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللهُ إِلا بِالْحَقِّ وَلا يَزْنُونَ}[الفرقان: 68]، وَنَزَلَت: {قُلْ يَا عِبَادِيَ الَّذِينَ أَسْرَفُوا عَلَى أَنْفُسِهِمْ لا تَقْنَطُوا مِنْ رَحْمَةِ اللهِ} [الزمر: 53].

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი):
ისინი, ვინც მრავალღმერთიანობას ეწეოდნენ, უამრავ ადამიანს კლავდნენ და ბევრ ცოდვას სჩადიოდნენ, ასევე მრუშობას ჩადიოდნენ, მივიდნენ მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და უთხრეს: «ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი?» ამის შემდეგ გარდმოვიდა აიათი: {და ისინი, ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებს არ მოუხმობენ, და არ კლავენ იმ სიცოცხლეს, რაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა სამართლიანობის გამო, და არ მრუშობენ}. [ალ-ფურყაან: 68] ასევე გარდმოვიდა აიათი: {უთხარი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომლებმაც საკუთარ თავებზე გადამეტებული ცოდვები ჩაიდინეთ, ნუ დაკარგავთ ალლაჰის წყალობის იმედს} [აზ-ზუმარ: 53].

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4810

განმარტება

მრავალღმერთიანებიდან რამდენიმე კაცი მივიდა მოციქულ მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ისინი ბევრ ადამიანს კლავდნენ და მრუშობდნენ. მათ მოციქულს უთხრეს: "ის, რისკენაც მოგვიწოდებ, ისლამი და მისი სწავლებები, ნამდვილად კარგია. მაგრამ რა იქნება ჩვენი მდგომარეობა იმ მრავალღმერთიანობისა და დიდი ცოდვების გამო, რაც ჩავიდინეთ? არის თუ არა მათთვის გამოსასყიდი?"
ამის შემდეგ გარდმოვიდა ორი აიათი, რომლებშიც ალლაჰმა მიიღო ადამიანების მონანიება, მიუხედავად მათი მრავალი და მძიმე ცოდვისა. ალლაჰს რომ არ მიეღო მათი მონანიება, ისინი დარჩებოდნენ თავიანთ ურწმუნოებასა და ამპარტავნებაში და ისლამში არ შევიდოდნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მითითება ისლამის სიდიადეზე და მის ღირსებაზე, ასევე იმაზე, რომ ისლამის მიღება წარსულ ცოდვებს შლის.
  2. ალლაჰის წყალობა თავის მსახურებზე უსაზღვროა, ის მიტევებას და მოწყალებას იჩენს მათ მიმართ, თუნდაც მათი ცოდვები მრავალი და მძიმე იყოს.
  3. შირქის, უსამართლო მკვლელობისა და მრუშობის აკრძალვა, ასევე მკაცრი მუქარა სასჯელით მათთვის, ვინც ამ ცოდვებს სჩადის.
  4. წრფელი მონანიება, რომელიც გულწრფელობასა და კეთილ საქმეებთან არის დაკავშირებული, შლის ყველა დიდ ცოდვას, მათ შორის ალლაჰის მიმართ ურწმუნოებას.
  5. ალლაჰის, ყოვლადწმინდა და დიდებულის, წყალობის მიმართ სასოწარკვეთისა და იმედის დაკარგვის აკრძალვა.

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية