1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ

عَنْ ‌أَنَسِ بْنِ مَالِكٍ رَضِيَ اللهُ عَنْهُ:
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ افْتَقَدَ ثَابِتَ بْنَ قَيْسٍ، فَقَالَ رَجُلٌ: يَا رَسُولَ اللهِ، أَنَا أَعْلَمُ لَكَ عِلْمَهُ، فَأَتَاهُ فَوَجَدَهُ جَالِسًا فِي بَيْتِهِ، مُنَكِّسًا رَأْسَهُ، فَقَالَ: مَا شَأْنُكَ؟ فَقَالَ شَرٌّ، كَانَ يَرْفَعُ صَوْتَهُ فَوْقَ صَوْتِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَدْ حَبِطَ عَمَلُهُ، وَهُوَ مِنْ أَهْلِ النَّارِ، فَأَتَى الرَّجُلُ فَأَخْبَرَهُ أَنَّهُ قَالَ كَذَا وَكَذَا، فَرَجَعَ الْمَرَّةَ الْآخِرَةَ بِبِشَارَةٍ عَظِيمَةٍ، فَقَالَ: «اذْهَبْ إِلَيْهِ فَقُلْ لَهُ: إِنَّكَ لَسْتَ مِنْ أَهْلِ النَّارِ، وَلَكِنْ مِنْ أَهْلِ الْجَنَّةِ».

გადმოცემულია ანას იბნ მაალიქისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ ნახა სააბით იბნ ყაისი და შეამჩნია მისი არყოფნა. ერთმა ადამიანმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, მე გავიგებ მის მდგომარეობას". ის წავიდა სააბითის მოსაძებნად და ნახა, რომ ის სახლში იჯდა თავჩაღუნული. ჰკითხა მას: "რ დაგემართა?" სააბითმა უპასუხა: "ცუდი რამ დამემართა. მე ხშირად ვამაღლებდი ჩემს ხმას შუამავალის ხმაზე და ამის გამო ჩემი ქმედებები ფუჭია და მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ." ეს ადამიანი დაბრუნდა და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) აუწყა სააბითის სიტყვები. ეს პიროვნება ისევ დავრუნდა სააბითთან და უმახარობლა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასიხარულო გზავნილი და უთხრა: «წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3613

განმარტება

ერთხელ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკარგულად მიიჩნია სააბით იბნ ყაისი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და იკითხა მის შესახებ. ერთმა ადამიანმა თქვა: "მე გავარკვევ მის ამბავს და გავიგებ, რა არის მისი არყოფნის მიზეზი". ის წავიდა სააბითის მოსაძებნად და მის სახლში იპოვა, მოწყენილი და თავჩაღუნული. მან ჰკითხა: "რა გჭირს?", საააბითმა უთხრა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო, რადგან მის ხმას შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხმაზე ამაღლებდა ხოლმე. ღმერთმა კი ამ ქმედებაზე გააფრთხილა, რომ ასეთი ადამიანის საქმეები გაბათილდება და რომ ის ცეცხლის ბინადარი იქნებოდა!
კაცმა დაბრუნდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვდობა მას) და აუწყა სააბითის მდგომარეობის შესახებ. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) უბრძანა, რომ დაბრუნებულიყო სააბითთან და გაეხარებინა ის იმით, რომ იგი ჯოჯოხეთის ბინადარი არ არის, არამედ სამოთხის მკვიდრია. ეს იმიტომ, რომ მისი ხმა ბუნებრივად იყო მაღალი და ის იყო ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მქადაგებელი და ანსარების მქადაგებელი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სააბით იბნ ყაისის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსების განმარტება და რომ ის სამოთხის ბინადარია.
  2. ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზრუნვა საჰაბების მიმართ და განსაკუთრებული ყურადღება, რომელსაც იგი მათთვის იჩენდა.
  3. საჰაბების (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) შიში და მღელვარება იმაზე, რომ მათი საქმენი შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს.
  4. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმართ პატივისცემის გამოხატვის სავალდებულობა მის სიცოცხლეში და ხმის დაწევა მისი სუნნის მოსმენის დროს მისი გარდაცვალების შემდეგ.

თარგმნების ჩვენება

62 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية