1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით

عَنِ الْعَبَّاسِ بْنِ عَبْدِ الْمُطَّلِبِ رضي الله عنه أَنَّهُ سَمِعَ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، يَقُولُ:
«ذَاقَ طَعْمَ الْإِيمَانِ مَنْ رَضِيَ بِاللهِ رَبًّا، وَبِالْإِسْلَامِ دِينًا، وَبِمُحَمَّدٍ رَسُولًا».

გადმოცემულია ალ-აბბაას იბნ ალ-მუტტალიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან გაიგონა, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«გასინჯა რწმენის გემო იმან, ვინც კმაყოფილია ალლაჰით, როგორც ღმერთით. ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 34

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ მორწმუნე, რომელიც გულწრფელია თავის რწმენაში და რომლის გულიც მშვიდია რწმენით, საკუთარ გულში განიცდის გახსნილობას, სიმშვიდეს, სიხარულს, სიტკბოებასა და უზენაესი ალლაჰის სიახლოვის სიტკბოს, თუ ის იქნება კმაყოფილი სამი ძირითადი საკითხით:
პირველ რიგში: ის კმაყოფილია ალლაჰით, როგორც თავისი პატრონით და მეურვით რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია ალლაჰისგან მოსული ყოველგვარი განგებით, იქნება ეს ცხოვრებისეული ულუფების განაწილება თუ მდგომარეობათა ცვალებადობა. მას გულში არ უჩნდება შეპასუხება ალლაჰის განგების მიმართ და არ ეძებს სხვა უფალს უზენაესი ალლაჰის გარდა.
მეორე: ის კმაყოფილია ისლამით როგორც თავისი რელიგიით, რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია ისლამის მიერ დაწესებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების მიღებით. იგი არ ცდილობს ისლამის გზის მიღმა რაიმე სხვა გზაზე სიარულს.
მესამე: ის კმაყოფილია მუჰამედით როგორც თავისი მოციქულით, რაც ნიშნავს, რომ მისი გული მშვიდია და სიხარულით სავსეა ყველაფრის მიმართ, რაც მოციქულმა მოიტანა, ყოველგვარი ეჭვისა და მერყეობის გარეშე. იგი მიჰყვება მხოლოდ იმას, რაც შეესაბამება მუჰამედის გზას და სწავლებას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. რწმენას აქვს სიტკბოება და გემო, რომელიც გულით იგრძნობა, როგორც საკვების და სასმელის სიტკბოება იგრძნობა პირში.
  2. როგორც სხეული გრძნობს საკვებისა და სასმელის სიტკბოებას მხოლოდ ჯანმრთელობის დროს, ასევე გული განიცდის რწმენის სიტკბოებას მხოლოდ მაშინ, როდესაც თავისუფალია მცდარი ვნებებისა და აკრძალული სურვილებისგან. თუმცა, როცა გული დაავადებულია და დასუსტებულია, იგი ვერ განიცდის რწმენის სიტკბოებას და შეიძლება, პირიქით, ტკბებოდეს იმით, რაც მის დაღუპვას იწვევს, როგორიცაა ვნებები და ცოდვებში ჩაძირვა.
  3. როცა ადამიანი კმაყოფილია რაიმეთი და მიიჩნევს მას კარგად, მისთვის ეს საქმე მარტივდება, არ განიცდის მისგან სირთულეს და უხარია ის, რაც მასთან არის დაკავშირებული. მისი გული ივსება ბედნიერებით. იგივე ხდება მორწმუნესთან: როდესაც რწმენა შედის მის გულში, მას უმარტივდება თავისი ღმერთის მორჩილება, სიხარულს განიცდის და ეს მორჩილება მისთვის ტვირთად არ გადაიქცევა.
  4. იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «ამ ჰადისში ასახულია კმაყოფილება ალლაჰის უფლობისა და ღვთიურობის, კმაყოფილება მისი შუამავლის მიმართ და მისი გზის მიყოლა, ასევე კმაყოფილება მისი რელიგიის (ისლამის) მიმართ და სრული მორჩილება მასზე».

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية