1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან

عن عبد الله بن عُمر وأبي هريرة رضي الله عنهما أنهما سمعا رسول الله صلى الله عليه وسلم، يقول على أعواد منبره:
«لَيَنْتَهِيَنَّ أَقْوَامٌ عَنْ وَدْعِهِمُ الْجُمُعَاتِ أَوْ لَيَخْتِمَنَّ اللهُ عَلَى قُلُوبِهِمْ، ثُمَّ لَيَكُونُنَّ مِنَ الْغَافِلِينَ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'უმარისგან და აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), რომ მათ გაიგონეს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიმბარზე ამაღლებული ამბობდა:
«ადამიანებმა უარი უნდა თქვან ჯუმუას ლოცვაზე წასვლაზე თავის არიდებაზე, თორემ ალლაჰი ბეჭედს დაასვამს მათ გულებს, და მაშინ ისინი დაუდევართაგან გახდებიან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 865

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა - როცა ის მინბარზე იმყოფებოდა - პარასკევის ლოცვის გაცდენისგან და მასზე არ დასწრებისგან საპატიო მიზეზის გარეშე, უგულისყუროდ და სიზარმაცით, წინააღმდეგ შემთხვევაში ალლაჰი დალუქავს მათ გულებს, გადააფარებს გულებს და დაადგენს მათში ფარდას, რომელიც შემდგომ ხელს შეუშლის მათ ჭეშმარიტებაზე მიყოლაში, შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან უგულისყუროთაგანი სიკეთისკენ მიმავალ მიზეზებისადმი, მათი სულები შორს იქნება ღვთისმსახურებისგან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. პარასკევის ლოცვის გაცდენის სასტიკი გაფრთხილება, რადგან ეს მძიმე ცოდვებს მიეკუთვნება.
  2. ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში მოცემულია, რომ პარასკევის ლოცვა არის ყველასთვის სავალდებულო». (ფარდ 'აინ).
  3. ხუტბას შესასრულებლად მინბარის (ამაღლებული ადგილის) მოწყობა ნებადართულია.
  4. ას-სინდიმ თქვა: «ამის მნიშვნელობაა, რომ ორიდან ერთი მდგომარეობა გარდაუვალი იყო ან მიატოვებდნენ პარასკევის ლოცვის გაცდენას, ან კი უზენაესი ალლაჰი დალუქავდა მათ გულებს, თუ გააგრძელებდა ადამიანი პარასკევის ლოცვის გაცდენას, მას მოედებოდა გულზე ჟანგი და მისი სული აღარ იგრძნობდა ღვთისმსახურების აუცილებლობას».
  5. მქადაგებელმა და დამრიგებელმა თავი უნდა შეიკავოს კონკრეტული პირების დასახელებისგან, როდესაც სურს დარიგება გაუწიოს მათ, რადგან ეს მეტად უწყობს ხელს რჩევის მიღებასა და დარიგების შესრულებას.

თარგმნების ჩვენება

34 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية