1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ صَخْرٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: سَمِعْت رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّم يَقُولُ:
«مَا نَهَيْتُكُمْ عَنْهُ فَاجْتَنِبُوهُ، وَمَا أَمَرْتُكُمْ بِهِ فَافْعَلُوا مِنْهُ مَا اسْتَطَعْتُمْ، فَإِنَّمَا أَهْلَكَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِكُمْ كَثْرَةُ مَسَائِلِهِمْ، وَاخْتِلَافُهُمْ عَلَى أَنْبِيَائِهِمْ».

აბუ ჰურაირა აბდურრაჰმან იბნ სახრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«მოერიდეთ იმას, რაც აგიკრძალეთ, ხოლო რაც გიბრძანეთ შეასრულეთ ის, რამდენადაც შეგიძლიათ, ჭეშმარიტად, თქვენამდე მცხოვრებნი დაღუპა მათმა ზედმეტმა კითხვებმა და მათმა დაპირისპირებამ თავიანთ შუამავლებთან».

სანდო (საჰიჰ) رواه البخاري ومسلم الأربعون النووية - 9

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განგვიმარტა, რომ თუ მან რაიმე აგვიკრძალა, ჩვენ ვალდებულნი ვართ სრულად მოვერიდოთ მას გამონაკლისის გარეშე. ხოლო თუ მან რამე გვიბრძანა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ის იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია. შემდეგ მან გაგვაფრთხილა, რომ არ გავხდეთ ზოგიერთი წინა ერის მსგავსნი, რომლებიც თავიანთ წინასწარმეტყველებს უამრავ კითხვას უსვამდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ მათ. შედეგად, ალლაჰმა ისინი მრავალგვარი დაღუპვითა და ნგრევით დასაჯა. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ არ გავხდეთ მათი მსგავსნი, რათა არ დავიღუპოთ ისე, როგორც ისინი დაიღუპნენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჰადისი წარმოადგენს ძირითად წესს ვალდებულების განმარტებაში: შესრულდეს ნაბრძანები და აცილებულ იქნეს აკრძალული.
  2. აკრძალულიდან არაფრის გაკეთება არ არის ნებადართული, ხოლო ბრძანებულიდან ჩვენ ვალდებულები ვართ შევასრულოთ ის, რაც შეგვიძლია, რადგან ადამიანისათვის ყოველთვის შესაძლებელია რაიმეზე უარის თქმა, ხოლო რაიმეს გაკეთება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
  3. აკრძალვა ზედმეტი კითხვების დასმის შესახებ, სწავლულებმა კითხვები ორ ნაწილად დაყვეს: 1.ის, რაც სწავლების მიზნით ისმება და რწმენის საკითხებში აუცილებელია. ეს წახალისებულია და ამის მაგალითებია საჰაბების შეკითხვები. 2. ის, რაც ზედმეტი სირთულის ან ჯიუტობის მიზნით ისმება. ეს აკრძალულია და სწორედ ამას გულისხმობს აკრძალვა.
  4. მუსლიმთა საზოგადოების გაფრთხილება მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაპირისპირებისგან, ისე როგორც მოხდა წინა ხალხებთან.
  5. აკრძალვა მოიცავს როგორც მცირე, ისე დიდ რაოდენობას, ვინაიდან სრული თავის შეკავება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავს იკავებს როგორც მცირისგან, ასევე დიდისგან. მაგალითად, რიბას (საპროცენტო სესხის) აკრძალვა ვრცელდება როგორც მცირე, ასევე დიდი ოდენობის სარგებელზე.
  6. აკრძალულამდე მიმყვანი მიზეზების მიტოვება, რადგან ეს გარიდების მნიშვნელობაში შედის.
  7. არასოდეს შეშვენის ადამიანს, როცა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებას მოისმენს, და ამბობს: ეს სავალდებულოა თუ სასურველი? არამედ მას მართებს, რომ სასწრაფოდ მიემართოს მის შესრულებას, მისი სიტყვების თანახმად: «შეასრულეთ მისგან იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ».
  8. მრავალი კითხვები დაღუპვის მიზეზია, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელთა მიღწევაც შეუძლებელია, მაგალითად, დაფარული საკითხები ან აღდგომის დღის მდგომარეობის დეტალები. ნუ დაიტანჯავ თავს ზედმეტი შეკითხვებით ამაზე, თორემ დაიღუპები და გახდები ზედმეტად მკაცრი და ზედმეტად ჩაღრმავებული.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو