1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه عَنِ النَّبِيِّ صلى الله عليه وسلم قَالَ:
«دَعُونِي مَا تَرَكْتُكُمْ، إِنَّمَا هَلَكَ مَنْ كَانَ قَبْلَكُمْ بِسُؤَالِهِمْ وَاخْتِلَافِهِمْ عَلَى أَنْبِيَائِهِمْ، فَإِذَا نَهَيْتُكُمْ عَنْ شَيْءٍ فَاجْتَنِبُوهُ، وَإِذَا أَمَرْتُكُمْ بِأَمْرٍ فَأْتُوا مِنْهُ مَا اسْتَطَعْتُمْ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«დამტოვეთ, მანამდე სანამ მე თქვენ დაგტოვებთ. თქვენამდე მცხოვრებნი დაიღუპნენ თავიანთი ბევრი კითხვებითა და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირებით, ამიტომ, როცა რაღაცისგან აგიკრძალავთ, მოერიდეთ მას, ხოლო თუ რაღაცას გიბრძანებთ, შეასრულეთ ეს იმის მიხედვით, რამდენადაც შეძლებთ»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 7288

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღნიშნა, რომ შარიათის კანონები სამ ნაწილად იყოფა: ის, რაზეც არაფერი ითქვა, აკრძალვები და ბრძანებები.
რაც შეეხება პირველს, ანუ იმას, რაზეც შარიათი დუმს: აქ არ არსებობს რაიმე დადგენილი წესი და საწყისი მდგომარეობა ფუძესთან მიმართებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი სავალდებულო არ არის; რაც შეეხება ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს, აუცილებელი იყო იმ საკითხების შესახებ კითხვებისგან თავის არიდება, რაც ჯერ არ მომხდარა, რათა არ დაწესებულიყო მათი სავალდებულობა ან აკრძალვა. ალლაჰმა ეს საკითხები ღვთის მორჩილთათვის თავისი წყალობით დატოვა, რაც შეეხება მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, თუ კითხვა რჯულის საკითხის განსაზღვრის ან სწავლების მიზნით დაისმის, რაც აუცილებელია რწმენის საკითხებში, ეს ნებადართულია და ზოგჯერაც წახალისებულიც. მაგრამ თუ კითხვა დაისმის ზედმეტი სირთულის ან გაჯიუტების მიზნით, მაშინ ეს არის ის, რასაც ეს ჰადისის სიტყვები გულისხმობენ — რომ თავი უნდა ავარიდოთ მსგავს კითხვებს. ეს იმიტომ, რომ ასეთმა კითხვებმა შესაძლოა იგივე შედეგამდე მიიყვანოს, რაც ისრაელის ხალხს დაემართა, როცა მათ უბრძანეს ძროხის დაკვლა. მათ ნებისმიერი ძროხა რომ დაეკლათ, ბრძანებას შეასრულებდნენ, მაგრამ მათ გაართულეს საკითხი და შედეგად, მათზე ეს საკითხი გართულდა.
მეორე: აკრძალვები; ეს არის ის, რაც დამჯერმა დაიმსახურა ჯილდო მისი დატოვებისთვის, ხოლო გამკეთებელი დაისჯება. აუცილებელია მათი ყველა სახისგან თავის არიდება.
მესამე: ბრძანებები; ეს არის ის, რის შესრულებაზე დამჯერი ჯილდოს მიიღებს, ხოლო მის არშესრულებაზე დაისჯება. აუცილებელია მათი შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უნდა დავკავდეთ იმით, რაც უმთავრესი და აუცილებელია, დავტოვოთ ის, რაც ამჟამად საჭირო არ არის, და არ უნდა დავკავდეთ იმაზე კითხვით, რაც ჯერ არ მომხდარა.
  2. აკრძალულია ის კითხვები, რომლებმაც შეიძლება საკითხები გართულებამდე მიიყვანოს და გახსნას ეჭვების კარები, რაც მრავალ უთანხმოებას გამოიწვევს.
  3. ბრძანება ყველა აკრძალულის დატოვების შესახებ, რადგან მათი დატოვება სირთულეს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აკრძალვა არის საერთო ხასიათის.
  4. ბრძანება, რომ შესრულდეს განსაზღვრული დავალებები შესაძლებლობის ფარგლებში, რადგან მათი შესრულება შესაძლოა სირთულესთან იყოს დაკავშირებული ან შეუძლებელი იყოს. სწორედ ამიტომ, ეს ბრძანება შემოფარგლულია შესაძლებლობებით.
  5. აკრძალვა ზედმეტი კითხვების დასმის შესახებ, სწავლულებმა კითხვები ორ ნაწილად დაყვეს: 1.ის, რაც სწავლების მიზნით ისმება და რწმენის საკითხებში აუცილებელია. ეს წახალისებულია და ამის მაგალითებია საჰაბების შეკითხვები. 2. ის, რაც ზედმეტი სირთულის ან ჯიუტობის მიზნით ისმება. ეს აკრძალულია და სწორედ ამას გულისხმობს აკრძალვა.
  6. მუსლიმთა საზოგადოების გაფრთხილება მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაპირისპირებისგან, ისე როგორც მოხდა წინა ხალხებთან.
  7. ზედმეტი კითხვების დასმა იმაზე, რაც აუცილებელი არ არის, და წინასწარმეტყველებთან დაპირისპირება დაღუპვის მიზეზია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც მიუწვდომელია, მაგალითად: ფარული ცოდნის საკითხები, რაც მხოლოდ ალლაჰისთვისაა ცნობილი, და განკითხვის დღის მდგომარეობები.
  8. აკრძალვა ზედმეტად რთულ საკითხებზე კითხვების დასმის შესახებ. ალ-აუზაა'იმ თქვა: "თუ ალლაჰს სურს, რომ თავის მონას ცოდნის ბარაქა წაართვას, მის ენაზე თავსმოუხვევს მცდარობას. მე ვნახე, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად მცოდნე ადამიანები არიან". იბნ ვაჰბმა თქვა: "მოვისმინე მაალიქი, რომელიც ამბობდა: კამათი ცოდნაში კაცის გულიდან ცოდნის სინათლეს აქრობს".

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو