1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ مَسْعُودٍ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«نَضَّرَ اللَّهُ امْرَأً سَمِعَ مِنَّا شَيْئًا فَبَلَّغَهُ كَمَا سَمِعَ، فَرُبَّ مُبَلِّغٍ أَوْعَى مِنْ سَامِعٍ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ მასუდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 2657

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალლაჰს სთხოვა, რომ ამქვეყნად სიხარული და სიკეთე მიანიჭოს და ასევე საიქიოში სამოთხის ნეტარებასა და ბედნიერება მიაღებინოს მას, ვინც მისგან ჰადისს მოისმენს, დაიმახსოვრებს და სხვას გადასცემს. რადგან შესაძლოა, ვისაც ამ ჰადისს გადასცემენ, უკეთ გაიგოს და აღიქვას მისი შინაარსი და იყოს უფრო უნარიანი მისგან პრაქტიკული სამართლებრივი დასკვნების გამოტანაში, ვიდრე ის, ვინც თავად მოისმინა. ამგვარად, პირველი ადამიანი ჰადისს კარგად დაიმახსოვრებს და გადასცემს, ხოლო მეორე მას გაიაზრებს, სწორად გაიგებს და მისგან პრაქტიკული წესებს გამოიტანს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება შუამავლის სუნნას დაზეპირებაზე და მისი ხალხზე გადაცემაზე.
  2. ჰადისის მცოდნე ხალხის და ჰადისის შესწავლის სურვილის მადლიანობის განმარტება.
  3. სწავლულთა მადლიანობა, რომლებსაც შეუძლიათ არგუმენტირება და გაგება.
  4. საჰაბების სიძვირფასე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), ისინი არიან ვინც მოისმინა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადისები (სიტყვები) და შემდეგ გადმოგვცეს ჩვენ.
  5. ალ-მუნავიმ თქვა: «ამ ჰადისიდან ირკვევა, რომ ჰადისის გადმომცემის პირობად გაგება არ არის აუცილებელი, არამედ მისი გადმომცემი აუცილებელია იყოს ზეპირმცოდნე, ხოლო ფაყიჰს (ისლამის სამართალმცოდნე) უნდა ესმოდეს ჰადისის არსი და ჰქონდეს გაგება».
  6. იბნ 'უნაინამ თქვა: «ყველას, ვინც ჰადისს სწავლობს, მას აქვს სახეზე სინათლე ამ ჰადისის გამო».
  7. ჰადისის მცოდნეებისთვის ზეპირმცოდნეობა ორად იყოფა: გულით და გონებით დაზეპირება, წიგნით და ჩანაწერებით დაზეპირება. მოცემულ ჰადისში კი ვედრება ორივე მათგანს მოიცავს.
  8. ადამიანთა გაგების უნარი სხვადასხვანაირია, შესაძლებელია ვისაც მიუვა შეგონება, ის უფრო მეტად გაიგებს მისგან, ვინც მოისმინა, და შესაძლებელია ბრძანებების გადამცემს არ ესმოდეს ამ ბრძანებების არსი.

თარგმნების ჩვენება

45 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية